ჭდე: ჟერარდ პიკე

Home ჟერარდ პიკე
ჩანაწერი

ხანდახან მოწინააღმდეგე გუნდიც თამაშობს

დღეს ესპანეთში სამეფო თასის ფინალია, „ბარსელონა” და „ვალენსია” ხვდებიან ერთმანეთს, თუმცა მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე ჟერარდ პიკეს მოახლოებულ მატჩზე მეტად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ლივერპულთან” წაგებაზე დაუსვეს კითხვები. ლაპარაკი ჩამოვარდა 22 წლის ჰოლანდიელ ფრენკი დე იონგზეც, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ასევე ნახევარფინალში იყო, საიდანაც მისი „აიაქსი” „ტოტენჰემ ჰოთსპურმა” გამოთიშა. „დე იონგი?, — კითხვაზე კითხვით უპასუხა პიკემ,...

ფენომენი და საუკეთესო მეგობარი
ჩანაწერი

ფენომენი და საუკეთესო მეგობარი

„ლივერპულის” ჰოლანდიელი სტოპერი ვირჯილ ვან დიიკი შესანიშნავ სეზონს ატარებს. ბევრმა მას მსოფლიოში საუკეთესო მცველიც კი უწოდა. იმაში, რომ მერსისაიდელები მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ და პრემიერლიგაში ყველაზე ნაკლები გოლი აქვთ გაშვებული, ვან დიიკის დამსახურება დიდია, მაგრამ „ბარსელონას” ყოფილმა კაპიტანმა კარლეს პუიოლმა ჰოლანდიელის საუკეთესოობა გააპროტესტა. როდესაც ესპანურმა „მარკამ” პუიოლს ჰკითხა, ვინ არის მისი აზრით დღეს მსოფლიოში საუკეთესო მცველი, ყოფილმა...

ჩანაწერი

დღეს პიკეს ბარსელონაში აგინებენ

დღეს ბარსელონაში დერბია — „ესპანიოლი” „ბარსას” მასპინძლობს და ყოველთვის, როდესაც „ბლაუგრანა” თანაქალაქელებს სტუმრად ეთამაშება, მასპინძელ გულშემატკივარს ჟერარდ პიკე ჰყავს ამოჩემებული. „ბარსელონას” თავკაცმა ერნესტო ვალვერდემ მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე სცადა ამ „მტრობისთვის” იოლად შეეხედა და დაძაბულობა განემუხტა. „პიკე შესანიშნავ სეზონს ატარებს. იმედი მაქვს, რომ დაძაბული მეტოქეობის მიუხედავად ატმოსფერო საუკეთესო იქნება. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ასეთი სიტუაციები გავაიოლოთ, მაგრამ მოედანზე...

რატომ იკამათეს პიკემ და სუარესმა?
ჩანაწერი

რატომ იკამათეს პიკემ და სუარესმა?

კატალონიური გამოცემა „სპორტი” „კამპ ნოუზე” „ბარსელონას” „ბეტისთან” დამარცხების თემას უბრუნდება და ყურადღებას მასპინძელთა ორი წამყვანი ფეხბურთელის, ჟერარდ პიკესა და ლუის სუარესის მატჩისშემდგომ კამათზე ამახვილებს. მართალია, ორივე ცდილობდა პირზე ხელი აეფარებინა, რათა ვერავინ მიმხვდარიყო, თუ რაზე შელაპარაკდნენ, მაგრამ კამერებმა მაინც მოახერხეს მათი ტუჩების მოძრაობის დაფიქსირება და დადგინდა, რომ დავის საგანი უხეირო პასი გახლდათ. „სპორტი” წერს, რომ...

პიკე ძმაკაცია, მაგრამ იტყუებოდა
ჩანაწერი

პიკე ძმაკაცია, მაგრამ იტყუებოდა

იყო თუ არა პენალტი? რამდენად სამართლიანად დანიშნა თერთმეტმეტრიანი დარტყმა ესპანეთის კარში ანუ რუსეთის სასარგებლოდ ჰოლანდიელმა მსაჯმა ბიორნ კუიპერსმა? მოგეხსენებათ, თავიდან ესპანელები იგებდნენ, მაგრამ 41-ე წუთზე ჟერარდ პიკემ თავის საჯარიმოში ხელით ითამაშა. პენალტი არტიომ ძიუბამ დაარტყა და ანგარიში გაქვითა. საბოლოოდ კი პენალტების სერიაში რუსებმა გაიმარჯვეს. „ბარსელონას” ვარსკვლავი არბიტრის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო იყო. BBC-ზე, წარსულში ცნობილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა...

პიკემ რამოსი და რუბიალესი გააშველა
ჩანაწერი

პიკემ რამოსი და რუბიალესი გააშველა

დღეს 22 საათზე ესპანეთი პორტუგალიას ხვდება. რა ხდება ორი დღის წინ სკანდალგადატანილ ესპანეთის ნაკრებში? მას-მედია ჯერ კიდევ იმდღევანდელის დეტალებს იკვლევს. როგორც ჩანს, „ლა როხას” ბანაკში დაძაბულობა მართლა მწვერვალს აღწევდა. დაზუსტებით გახდა ცნობილი, რომ ესპანელთა კაპიტანი სერხიო რამოსი და ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი ჟერარდ პიკემ გააშველა. პიკე რომ არა ეშმაკმა იცის რა მოხდებოდაო, წერენ წყაროები. მოგეხსენებათ,...

პიკე: პეპი რომ ბარსაში დარჩენილიყო, მე ახლა სხვაგან ვითამაშებდი
ჩანაწერი

პიკე: პეპი რომ ბარსაში დარჩენილიყო, მე ახლა სხვაგან ვითამაშებდი

ჟერარდ პიკემ 2012 წელი და პეპ გვარდიოლასთან ურთიერთობა ინტერნეტ პორტალ The Players Tribune-ში მოიგონა. უფრო სწორედ, ის, რასაც ხსენებულ პორტალში ვკითხულობთ, უფრო 31 წლის მცველის მემუარული ჟანრის ნაშრომია სახელწოდებით The long story (გრძელი ამბავი), სადაც „ბარსას” ლეგენდარულ მწვრთნელთან დაკავშირებული ნაწილი ცოტა არ იყოს გაკვირვებას იწვევს. ჟერარდ პიკე 2012 წლის სეზონს კარიერაში ყველაზე ცუდს უწოდებს. თითქოს...