ეს ამბავი ახლა გახდა ცნობილი, თორემ ისე ლოქდაუნის დროს მომხდარა: ინგლისის ნაკრებს ერთ ფეხბურთელს ტრანსგენდერ ქალთან გატკბობია ურთიერთობა, მას კი ფოტოები გადაუღია და შანტაჟი დაუწყია. ქალი, რომელსაც ჯერ ოპერაციაც არ ჰქონდა გაკეთებული, პრემიერლიგის ვარსკვლავს ინტერნეტში, შესაბამის ვებგვერდზე მოუძებნია. 2021 წლის აპრილში წყვილი ერთმანეთს ქალაქის ცენტრში, ტრანსგენდერის მიერ ნაქირავებ ბინაში ხვდებოდა. ფეხბურთელს თითოეული შეხვედრა 150 გირვანქა...
ჭდე: პრემიერლიგა
რონალდუს საქმე ჯერ არ დამთავრებულა
გუშინ „მანჩესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ მიმდინარე სეზონში 24-ე გოლი გაიტანა (18 პრემიერლიგაში). მან პენალტი დაარტყა. მანკუნიანელებმა „ბრანტფორდს” 3:0 მოუგეს. მიმდინარე სეზონში ეს იყო გუნდის ბოლო შეხვედრა „ოლდ ტრეფორდზე”. მისი დამთავრების შემდეგ ფეხბურთელებმა მოედანს წრე შემოუარეს, გულშემატკივარს დაემშვიდობნენ და სწორედ ამ დროს მიაძახა მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა კამერას: ჩემი საქმე ჯერ არ დამთავრებულა! (I’m...
საშველად მამა მოვიდა
კრისტიან პულიშიჩის მამამ ვაჟის დასაცავად ხმა აიმაღლა. მან დაიჩივლა, რომ მის შვილს „ჩელსიში” ხშირად არ ათამაშებენ. ამერიკელი დასავლეთ ლონდონელთა სასტარტო შემადგენლობაში უკვე ორი თვეა არ გამოჩენილა. კვირას, „ევერტონთანაც” სათადარიგო იყო და საქმეში გვიან ჩაერთო. მარკ პულიშიჩმა თავისი გულისწყრომა ტვიტერით გამოხატა, თუმცა შემდეგ რაც დაწერა, წაშალა. არადა, ჩიოდა, რომ თომას ტუხელი მის ვაჟს უფრო ხშირად არ...
ასპილიკუეტამ ხელები შალა
„ჩელსიმ” „არსენალთან” შინ 2:4 წააგო. დასავლეთ ლონდონელთა გაწბილებული კაპიტანი სესარ ასპილიკუეტა თამაშის შემდეგ, გულშემატკივარს დაუპირისპირდა. მიზეზი რასაკვირველია ტრიბუნიდან ყურმოკრული ფრაზა იყო. ინგლისური პრესა წერს, რომ ფანი, სავარაუდოდ, ფეხბურთელების თავდადებით იყო უკმაყოფილო. ესპანელმა ჯერ განრისხებული სახით მოედნიდან უპასუხა ქომაგს, შემდეგ კი ახლოსაც მივიდა და ისე გაურჩია საქმე. გულშემატკივარმა, რომელიც თავიდან ყინჩი ვინმე ჩანდა, უკან დაიხია და...
იუნაიტედი ექვსი წლის წინანდელი ლივერპულის დონეზე
„მანჩესტერ იუნაიტედმა” „ლივერპულთან” სტუმრად 0:4 წააგო. მწვრთნელი რალფ რანგნიკი ამით იმდენად შეურაცხყოფილი დარჩა, რომ პრეს-კონფერენციაზე თავის ფეხბურთელებს მოურიდებელი კრიტიკით დაესხა თავს. გერმანელმა თქვა, რომ გუნდს განახლება სჭირდება. მისი თქმით დღეს „იუნაიტედი” იურგენ კლოპის „ლივერპულს” ექვსი წლით ჩამორჩება. არადა, რომ მოეგო, მანჩესტერის გუნდი მეოთხე ადგილს დაეწეოდა, მაგრამ მერსისაიდელებმა მეტოქეს ოცნებაც არ აცადეს — კოლუმბიელმა ლუის დიასმა...
გვარდიოლა: მე მათ მიბაძვას ვცდილობ
„მანჩესტერ სიტისა“ და „ლივერპულის“ 2:2-ის შემდეგ პეპ გვარდიოლას იურგენ კლოპის შესახებ მხოლოდ აღმატებულ ხარისხში შეეძლო ლაპარაკი. „სიტი“ ორჯერ იგებდა. მანკუნიანელთა პირველი გოლი კევინ დე ბრუინმა გაიტანა, მეორე გაბრიელ ჟესუსმა, მაგრამ სტუმრებმა დიოგო ჟოტამ და სადიო მანემ ორივეჯერ გაქვითეს. პრეს-კონფერენციაზე გვარდიოლამ კოლეგის შესახებ თქვა: „მე არ ვიცი მცემს თუ არა იურგენი პატივს, მაგრამ მე მას ძალიან...
გალაჰერი: 10:2 უნდა ყოფილიყო
პრემიერლიგის ეგრეთწოდებულ საჩემპიონო მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ და „ლივერპულმა“ მანჩესტერში, „ეტიჰედზე“ 2:2 ანუ ფრედ ითამაშეს, თუმცა „ქალაქელების“ გადარეული ფანის, როკმენ ლაიამ გალაჰერის აზრით „სიტიმ“ გაიმარჯვა. გალაჰერმა განსაკუთრებულ პოპულარობას 1991-2009 წლებში მიაღწია, როდესაც საქვეყნოდ ცნობილი ჯგუფის „ოაზისის“ სოლისტი იყო. 2009-14 წლებში ის გახლდათ ჯგუფ „ბიდი აის“ ლიდერი, 2017 წლიდან კი სოლო კარიერა დაიწყო. კომპოზიტორმა და მომღერალმა მატჩის...
ინგლისური ელ კლასიკო მტრობის ელემენტებით
რამდენიმე დღის წინ პეპ გვარდიოლამ „მანჩესტერ სიტისა“ და „ლივერპულის“ დაპირისპირება ესპანურ „ელ კლასიკოს“ შეადარა. ინგლისური „ელ კლასიკო“ შაბათს „ეტიჰედზე“ გაიმართება. ეს იქნება მატჩი რომელმაც, როგორც ამბობენ, პრემიერლიგის მიმდინარე ჩემპიონატის ბედი უნდა გადაწყვიტოს. 2017 წლის შემდეგ, როდესაც პეპმა პირველად მოიგო ინგლისის ჩემპიონის ტიტული, ქვეყანაში „სიტისა“ და „ლივერპულის“ ბატონობა დაიწყო. ხვალინდელ შეხვედრაზე დიდად არის დამოკიდებული, მაისში პრემიერლიგის...
გასაბრაზებელი რა არის? მოსაწყენია
„მანჩესტერ იუნაიტედმა” შინ, „ლესტერთან” 1:1 ითამაშა, ხოლო გუნდის ყოფილმა ვარსკვლავმა, სატელევიზიო ექსპერტმა გარი ნევილმა მისი ოთხეულში მოხვედრა გამოიტირა. ანგარიში 63-ე წუთზე სტუმარმა კელეჩი იჰეანაჩომ თავური დარტყმით გახსნა, სამი წუთის შემდეგ კი ფრედმა გაქვითა. ახლა, მეექვსე პოზიციაზე მყოფ „იუნაიტედს” მეოთხეზე მყოფ „არსენალზე” სამი ქულით ნაკლები აქვს. ერთი შეხედვით, სამი ქულის გაბათილება შეუძლებელი არ არის, მაგრამ მანკუნიანელებს...
დიდების დარბაზში
ცნობილი გახდა, რომ უეინ რუნისა და პატრიკ ვიეირას პრემიერლიგის დიდების დარბაზში შეიყვანენ. შარშან ეს პატივი ალან შირერსა და ტიერი ანრის ხვდათ წილად. დიდების დარბაზმაც სწორედ მაშინ დაიწყო არსებობა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო რუნის იცნობს, როგორც „მანჩესტერ იუნაიტედის“, ხოლო ვიეირას როგორც „არსენალის“ ვარსკვლავს. რუნი, რომელმაც პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული ხუთჯერ მოიპოვა, ამბობს: „პრემიერლიგის დიდების დარბაზში მოხვედრა ჩემთვის უდიდესი...









