იკერ კასილასმა გულს ვერ უბრძანა. ვეტერანი მეკარე საფეხბურთო კარიერას ვეღარ გააგრძელებს. ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ მეკარემ გულის შეტევისა და გაკეთებული ოპერაციის მერე, მოედანზე დაბრუნება სცადა, მაგრამ… ექიმებმა თამაში აუკრძალეს. დიდი მეკარე მოედნიდან წავიდა, მაგრამ ფეხბურთიდან არა – კასილასი „პორტუს“ სტრუქტურაში იმუშავებს. მისი მოვალეობა ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და ხელმძღვანელებს შორის ურთიერთობის დალაგება იქნება. „დრაკონების“ მმართველები მზად არიან...
ჭდე: პორტუ
მილიტაო პრეს-კონფერენციაზე ცუდად გახდა
იშვიათი რამ მოხდა „რეალის” პრეს-კონფერენციაზე, სადაც მადრიდული კლუბი 21 წლის ცენტრალურ მცველ ედერ მილიტაოს წარადგენდა. „პორტუსგან” 50 მილიონ ევროდ ნაყიდი ბრაზილიელი რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ ცუდად გახდა. დეტალების მოყოლას აზრი არ აქვს, რადგან ყველაფერი თანდართულ ვიდეოზე შეგიძლია ნახოთ. ფაქტია, რომ ფეხბურთელმა ოფიციალური პრეზენტაცია შეწყვიტა. შესაძლოა, მილიტაოს ცუდად გახდომა მგზავრობისა და გადაღლის ბრალი იყო. მოთამაშე...
კასილიასის ყველაზე დიდი გამარჯვება
ლეგენდარული მეკარე იკერ კასილიასი საავადმყოფოდან გამოწერეს. ბოლო ორი დღის განმავლობაში მას რამდენიმე ტესტი ჩაუტარეს, რომლებმაც დადებითი შედეგი აჩვენა. ჰოსპიტლის წინ მას უამრავი ჟურნალისტი და თაყვანისმცემელი ელოდა. „არ ვიცი რა მელის მომავალში, მაგრამ მთავარია, რომ გამოვჯანმრთელდი და თავს კარგად ვგრძნობ. ახლა რამდენიმე კვირას, შეიძლება თვესაც დავისვენებ და მერე გადავწყვეტ რა გზას ვეწიო, – მიმართა შეკრებილთ პორტუს...
კასილიასს გულმა შეუტია
ლეგენდარულ იკერ კასილიასს გულის შეტევა დაემართა. დილით, „პორტუს“ ვარჯიშზე შეუძლოდ გახდა. ცხადია, ვარჯიში შეწყდა. ესპანელი მეკარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად კასილიასი კარგადაა, თუმცა პრევენციის მიზნით საავადმყოფოში ყოფნა მაინც მოუწევს. „პორტუს“ ოფიციალური განცხადების თანახმად, საშიში აღარაფერია. ბევრგან დაიწერა, კარიერას დაასრულებსო, მაგრამ კლუბი უარყოფს. კასილიასს 2020 წლის ზაფხულამდე აქვს კონტრაქტი. კასილიასის ტიტულები რომ ჩამოვწეროთ, იმაზე მეტ ადგილს დაიტევს,...
ვიდეორეფერი, სალაჰი და სხვა
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ლივერპულმა” „პორტუს” 2:0 მოუგო. გოლები გაიტანეს კეიტამ და ფირმინომ, მო სალაჰი კი ყველაზე მეტად სადავო ეპიზოდის გამო მოხვდა ყურადღების ცენტრში — მერსისაიდელთა 26 წლის ვარსკვლავი დანილო პერეირასთან ორთაბრძოლის ეპიზოდში გაძევებას გადარჩა. მსაჯმა ეგვიპტელი დაინდო, არადა თავად ინგლისური პრესა წერს, რომ მას მეტოქისთვის ფეხის მოტეხა შეეძლო. ზოგიერთმა საიტმა გულშემატკივართა კომენტარებზე გაამახვილა ყურადღება. თვალში საცემია...
აღმზრდელი!
საფეხბურთო აკადემიები სულ უფრო პოპულარული ხდება ევროპაში. 21-ე საუკუნეში ისინი საკლუბო ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი გახდა. ადრე ვიცოდით „აიაქსის“ ლეგენდარული აკადემიის შესახებ, რომელიც ვარსკვლავების სამჭედლოდ ითვლებოდა. მერე მათ სხვებმაც მიბაძეს და ბოლო 10-15 წლის განმავლობაში სოკოებივით მომრავლდნენ. ახლა ყველა მეტ-ნაკლებად თავმოყვარე კლუბს თავისი აკადემია აქვს. აგერ, ინგლისის 17 წლამდელთა ნაკრებში, რომელმაც შარშან მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო....



