ჭდე: პორტუ

Home პორტუ
ჩანაწერი

ვიღაცა მიირთმევს

როგორც ჩანს, „მანჩესტერ სიტი” და „პორტუ” ერთმანეთს უკვე ტრადიციულად უშლიან ნერვებს. ყოველ შემთხვევაში, ამ ორ გუნდს შორის სამშაბათს ჩატარებულმა ჩემპიონთა ლიგის მატჩმა (0:0) თავადაც გამოიწვია დაძაბულობა და მეხსიერებაში 21 ოქტომბრის შეხვედრაც ამოატივტივა. ოქტომბერში, „ეტიჰედზე” „სიტიმ” 3:1 მოიგო, „პორტუს” დირექტორებმა კი თამაშის შემდეგ გასახდელებისკენ მიმავალ გვირაბში მსაჯებს „მძ…ის მჭამელები” უწოდეს. არბიტრი გახლდათ ლატვიელი ანდრის ტრეიმანისი. ეს...

კასილასი მადრიდში ბრუნდება
ჩანაწერი

კასილასი მადრიდში ბრუნდება

იკერ კასილასი მომავალი სეზონიდან ისევ მადრიდის „რეალის“ სამსახურში ჩადგება. მის თანამდებობას კლუბის პრეზიდენტის მრჩეველი ჰქვია და დაახლოებით იგივე როლი დაეკისრება, რაც ზინედინ ზიდანს პირველად გამწვრთნელებამდე ჰქონდა. იკერი მადრიდში პორტუგალიის სამგზის ჩემპიონის რანგში ბრუნდება. მას „პორტუს“ სხვა წევრებთან ერთად ოქრო წლეულსაც გადაეცა და ეს მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე ერთხელაც არ გასულა. 2019 წლის 1 მაისს გადატანილი...

არწივებს ემუქრებიან
ჩანაწერი

არწივებს ემუქრებიან

განახლებულ პორტუგალიის ჩემპიონატში, „ბენფიკას,“ საშინაო მატჩში ქომაგებმა „ტონდელასთან“ ფრე არ აპატიეს და თამაშის შემდეგ კლუბის ავტობუსს ქვები დაუშინეს. ინციდენტი „ესტადიო და ლუჟის“ მახლობლად მოხდა. შედეგად, „არწივების“ ნახევარმცველებმა, იულიან ვაიგლმა და ანდრია ჟივკოვიჩმა შუშის ნამსხვრევებისგან დაზიანება მიიღეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხულიგნები ამას არ დასჯერდნენ და ავტობუსზე თავდასხმის შემდეგ, შეტევა გუნდის რამდენიმე ფეხბურთელის სახლზეც განახორციელეს. ჯერჯერობით უცნობმა...

პორტუ ექიმებისთვის
ჩანაწერი

პორტუ ექიმებისთვის

პორტუგალიის ჩემპიონატის ლიდერის, „პორტუს“ ფეხბურთელები 25-ე ტურის მატჩში, „ფამალიკაოს“ წინააღმდეგ, მაისურებზე საგანგებო წარწერებით გამოვიდნენ, რომლებზეც ექიმებისადმი მიძღვნილი მადლობა ეწერა. ზურგზე მათ სპონსორის, პორტუგალიური ლუდსახარშის, Super Bock-ის ნაცვლად Super Doc ეწერათ. ასევე  მაისურებს ექიმების ხელმოწერები ამშვენებდა. ეს პორტუგალიის ჩემპიონატის პირველი დღის მატჩი გახდათ ბოლო სამი თვის შემდეგ. მიზეზი კორონავირუსის მიზეზით გაჩენილი პაუზა იყო. სხვათა შორის, „პორტუ“...

კორონა სევილიაში იბურთავებს
ჩანაწერი

კორონა სევილიაში იბურთავებს

ესპანურმა „სევილიამ“ უკვე დაიწყო მზადება სატრანსფერო ფანჯრისთვის. ზაფხულში მათი უმთავრესი სამიზნე „პორტუს“ 27 წლის მექსიკელი ნახევარმცველი ხესუს კორონა იქნება. პორტუგალიელებთან კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 50 მილიონია დათქმული, თუმცა „რამონ სანჩეს პისხუანზე“ იმედოვნებენ, რომ ამ უკვე საშიში გვარის კაცზე ფასის 30 მილიონამდე დაწევას შეძლებენ. კორონა „სევილიაში“ ლუკას ოკამპოსს ჩაანაცვლებს. ამ უკანასკნელის რამდენიმე მსურველ კლუბს შორის ყველაზე მეტად „დორტმუნდი“...

სანამ პორტუგალიას დავჭირდები
ჩანაწერი

სანამ პორტუგალიას დავჭირდები

2008 წლის მაისში პორტუგალიის თასის ფინალში ლისაბონის „სპორტინგმა“ „პორტუს“ ორი უპასუხო გოლი დამატებით დროში გაუტანა და ტიტულს მეთხუთმეტედ დაეუფლა. სწორედ ამ დროს ავღანურ ყანდაგარში დაბანაკებული ნატოს პორტუგალიური სამხედრო კონტიგენტი ადგილობრივებთან ერთად უყურებდა მატჩს. სამხედროთა შორის იყო ექიმი-ლეიტენანტი, 28 წლის ფრედერიკუ ვარანდაში. 2020 წელს კი ის უკვე „სპორტინგის“ პრეზიდენტია. სულაც არ უყვარს მედიაში ხშირად გამოჩენა და...

კასილასი ფედერაციის სკამზე
ჩანაწერი

კასილასი ფედერაციის სკამზე

მადრიდის „რეალისა“ და პორტუს ყოფილმა მეკარე იკერ კასილასმა დაადასტურა, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობას აპირებს. არჩევნები 2020 წლის შემოდგომაზე გაიმართება. ლეგენდარული ესპანელი მეკარის გარდა პოსტისთვის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი ლუის რუბიალესიც იბრძოლებს. კასილასმა აღნიშნული ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელა. მან დაწერა: „დიახ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას. ეს გადაწყვეტილება პორტუს პრეზიდენტსაც შევატყობინე. მადლობა სითბოსთვის და...

ცხოვრებაძის გუნდის დრამატული ფრე
ჩანაწერი

ცხოვრებაძის გუნდის დრამატული ფრე

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში „პორტუ” შინ კარგად თამაშობს — „მონპელიესთან” შეხვედრამდე 3 მატჩიდან 5 ქულა ჰქონდა და გიორგი ცხოვრებაძის გუნდის დამარცხების შემთხვევაში კიდევ უფრო მყარად დადგებოდა ფეხზე. ანგარიში მართლაც „პორტუმ” გახსნა, მაგრამ შემდეგ 6 წუთში ფრანგების დაცვა ანთებულ მასპინძლებს მტკიცედ დაუდგა, პორტუგალიური კლუბის ყოფილმა მოთამაშემ ჟილბერტო დუარტემ კი ორი გოლიც გაუტანა და ამ მონაკვეთში „მონპელიე”...

ტელოს ამბავი
ჩანაწერი

ტელოს ამბავი

გახსოვთ კრისტიან ტელო და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ბარსელონას“ 7:1 „ლევერკუზენთან“. მაშინაც მოედანზე მთავარი კაცი ლეო მესი იყო. 5 გოლი ერთ მატჩში და რეკორდი ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე… თუმცა, არგენტინელთან ერთად, 2012 წელს გამართულ შეხვედრაში ერთ ახალგაზრდა ბიჭსაც შეამჩნევდით. მაშინ 22 წლის ფეხბურთელმა გერმანელებს დანარჩენი ორი გოლი გაუტანა და უმალ აჟიოტაჟი ატყდა. რას არ წერდნენ ესპანეთში. ოქროს...

განსაკუთრებული მონატრება
ჩანაწერი

განსაკუთრებული მონატრება

…მან საფეხბურთო სამყარო 2004 წელს აალაპარაკა, როდესაც „პორტუს“ ჩემპიონთა ლიგა სენსაციურად მოაგებინა. რამდენიმე წლის შემდეგ იგივე „ინტერთან“ ერთადაც გაიმეორა, რაც არანაკლები მოულოდნელობა გახლდათ, მაგრამ აღიარება სწორედ პორტუგალიურ კლუბთან ერთად მიღწეულმა წარმატებამ მოუტანა და ყველასათვის მოთხოვნად მწვრთნელად აქცა. „პორტუს“ და „ინტერის“ გარდა ის „რეალს,“ „ჩელსის“ და „მანჩესტერს“ თავკაცობდა და ყველგან თავისი კვალი დატოვა. …თუმცა ის დრო,...