შაბათს, მარკო ვერატიმ პსჟ-ის მაისური 345-ედ მოირგო და ამ მაჩვენებლით კლუბის ახალი რეკორდსმენი შეიქნა. მანამდე 344 მატჩით სტეფან სუშიჩი ლიდერობდა. რაც შეეხება ვერატის, იტალიური „პესკარადან“ პარიზში 2012 წელს გადაბარგდა, ანუ მაშინ, როცა თანამედროვე პსჟ-ის მშენებლობა საძირკვლის დონეზე იყო. ვერატის სარგებლიანობა ციფრებში ნაკლებად ჩანს. ამ წლების განმავლობაში მან მხოლოდ 9 გოლი გატანა და 58 შედეგიანი პასი...
