ცნობილი გახდა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი”, ზაფხულში, „ვულვზისგან”, დაახლოებით 50 მილიონ გირვაქად, პედრო ნეტუს შეძენას აპირებს. საქმე ის არის, რომ „იუნაიტედს” მარჯვენა ფრთაზე გარემარბი სჭირდება, 21 წლის პორტუგალიელი კი „ვულვზში” შესანიშნავ სეზონს ატარებს. ბედის ირონიაა, რომ ნეტუ მანჩესტერელებს, 2016 წელს, „ქერინგტონის” ბაზაზე, გასინჯვებზე უკვე ჰყავდათ და დაიწუნეს. მაშინ 16 წლის მოთამაშე „ბრაგას” ეკუთვნოდა. „იუნაიტედის” დაწუნებული პედრო...
