ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პირველად ფრანგულმა პსჟ-მა შეაბიჯა. იძულებით შეცვლილი ფორმატის გამო მეოთხედფინალები ერთმატჩიანია, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამ ყველაფრამდე კი ლისაბონის „და ლუჟზე“ წუხელ სულ 3 წუთი იყო დარჩენილი… მშვენიერი „ატალანტას“ მოგება სულაც არ იქნებოდა სენსაცია და პაშალიჩის გოლით კინაღამ გავიდა ნახევარფინალში, მაგრამ… მატჩის გმირი ნეიმარი გახდა, რომელმაც მარკინიოსს გამთანაბრებელი გოლისას უპასა, მერე კი ჩუპო-მოტინგმა...
