70 წლის თურქმა მწვრთნელმა ფათიჰ თერიმმა „პანათინაიკოსთან“ შეთანხმებას მიაღწია და მალე ბერძნულ კლუბს უხელმძღვანელებს. თურქი სპეციალისტი კონტრაქტის გასაფორმებლად ათენში ოთხშაბათს, დღეს გაემგზავრება. სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში თერიმი მუშაობდა „ანკარაგიუჯუში“, „გიოზტეპეში“, „გალათასარაიში“, „ფიორენტინაში“, „მილანში“, ასევე თურქეთის ახალგაზრდულ და ეროვნულ გუნდებში. 15 მატჩის შემდეგ „პანათინაიკოსი“ საბერძნეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა.
ჭდე: პანათინაიკოსი
შენგელია ათენში
საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია კარიერას ათენის „პანათინაიკოსში“. გააგრძელებს. 31 წლის ქართველი კალათბურთელის გადაბირება სერბულ „ცრვენა ზვეზდას“ სურდა, თუმცა ჩანს, სერბებს ბერძნებმა აჯობეს და . შენგელიას აწ უკვე ყოფილი კლუბი – „ვირტუსი“ ქართველის გასხვისების დიდ სურვილს ნამდვილად არ ამჟღავნებდა, მაგრამ „პანათინაიკოსის“ შეთავაზება და სატრანსფერო 3 მილიონი ევრო იტალიელებისთვის მეტად მაცდური გამოდგა. შეგახსენებთ,...
პანათინაიკოსი ევროლიგიდან გარბის
მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს ბერძნული საკალათბურთო კლუბი „პანათინაიკოსი“ – გუნდი მზად არის გაწყვიტოს კონტრაქტი ევროლიგასთან, რომელსაც ხელი 2015 წლის ნოემბერში 10 წლის ვადით მოაწერა. კლუბის უფროსობის განცხადებით, ბოლო თვეების მანძილზე ევროლიგის ხელმძღვანელობასთან ტურნირის დატოვების შესახებ წერილობით კონტაქტი ჰქონდათ, თუმცა მათი კითხვები უპასუხოდ დარჩა და ყველაფერი პანდემიით გამოწვეულ კრიზისს დაბრალდა. „პანათინაიკოსი“ ახლა უკვე დაბეჯითებით ითხოვს ეს საკითხი...
ცეცხლი ტოიოტაზე
2020 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლებმა ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტის ავტო-ესკორტის დიზაინი წარმოადგინეს. სატრანსპორტო საშუალებები Hope Lights Our Way-ის კონცეფციის შესაბამისად იქნება გაწყობილი. თითოეულ ავტომობილს ესტაფეტისას დამოუკიდებელი როლი დაეკისრება. მაგალითად, ესკორტის გაძღოლა, მარშრუტების წინასწარ შემოწმება, მეჩირაღდნეთა მხარდაჭერა.. ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის სატრანსპორტო მხარდამჭერია ტოკიო 2020-ის პარტნიორი „ტოიოტა”. ტოკიო 2020-ის ორგკომიტეტის განმარტებით, სატრანსპორტო საშუალებები სხვადასხვა ჰიბრიდული მოდელისგან იქნება შემდგარი,...



