ყოველ დიდ მატჩს სდევს ერთი ემოციური სანახაობა, რომელიც გულშემატკივარს მსოფლიოს ყველა კუთხეში უყვარს — სტადიონიდან მიმავალი დამაშვრალი ფეხბურთელებისთვის ხელი დაქნევა. დამშვიდობება. ოვაცია, ტრიბუნებს გარეთ. ეს პროცესი ლივერპულელი ფანებისთვისაც მთელი სიამოვნებაა და ცხადია ფოტორეპორტიორებიც ჩასაფრებულები არიან. „ენფილდზე” „რომასთან” 5:2 გამარჯვების შემდეგ ფანებს ფართე ღიმილით დაემშვიდობა მატჩის გმირი მოჰამედ სალაჰი. ეგვიპტელმა ორი გოლი გაიტანა და ორიც საგოლე...
