სხვა ქვეყანაში დაბადებული ქართული ფესვების ფეხბურთელები გვინახავს საქართველოს ნაკრებში. ამასთან დაკავშირებით ერთ მაგალითს მოვიყვანოთ, რომელიც მირალემ პიანიჩმა დღეს გააჟღერა. როგორც ირკვევა, ბოსნია-ჰერცოგოვინის ეროვნული გუნდის ფეხბურთელს საფრანგეთის ნაკრებში ეპატიჟებოდნენ. „დიახ, როდესაც „ლიონში“ გადავედი, შემეძლო საფრანგეთის ნაკრებში თამაში, მაგრამ ნათქვამი მქონდა, რომ ბოსნია-ჰერცოგოვინის მაისურა მინდოდა მომერგო. საფრანგეთის ნაკრების მაშინდელმა მწვრთნელმა რაიმონ დომენეკმა დამირეკა კიდეც, თუმც გადაწყვეტილება უკვე...
