ამერიკელ პოპვარსკვლავ ფერგის საჯარო ბოდიშის მოხდა მოუწია. მიზეზი: ლოს ანჯელესში, „ოლ სტარის” შეხვედრის წინ მან საშინლად შეასრულა აშშ-ის ჰიმნი. „სპორტული ღონისძიებების დროს ცნობილი მელოდიების დამახინჯება უჩვეულო ამბავი არ არის, — წერს ჟურნალისტი ლორინ ევანსი, — შემსრულებლები ცდილობენ სიმღერას, რომლის მარტივად შესრულება ყველაფერს ჯობს, სრულიად არასაჭირო დეტალები შესძინონ. კიდევ კარგი, ფერგის სინდისი ეყო და ტუჩის გარმონი...
