ტოკიოში პარალიმპიური თამაშები გრძელდება, სადაც ქართველი პარასპორტსმენებიც მონაწილეობენ. ჩვენი დელეგაციის ყულაბაში უკვე სამი მედალია, სამივე ვერცხლის. პარამოფარიკავე ნინო თიბილაშვილის შემდეგ 29 აგვისტოს მედლები პარაძიუდოისტებმა – ინა ქალდანმა (70კგ) და რევაზ ჩიკოიძემ (+100 კგ) მოიპოვეს. ქალდანმა პირველ ეტაპზე მექსიკელ ალვარეს რუვალკაბა წუთსა და 8 წამში იპონით დასცა ტატამზე, ხოლო ნახევარფინალში მასპინძელი კაზუსა ოგავა 2 წუთსა და...
