მადრიდული სპორტული გაზეთის „მარკას” ინფორმაციაში, სადაც „ნაპოლისა” და „ბარსელონას” შეხვედრაში ჟერარდ პიკეს დაშავებაზეა ლაპარაკი, ერთგვარი სიხარული შეინიშნება. აქ გასაკვირი არაფერია. კვირას, „სანტიაგო ბერნაბეუზე” ხომ „ელ კლასიკოა”, „რეალი” „ბარსელონას” მასპინძლობს; „მარკა” კი მადრიდისტების გამოცემაა. მოგეხსენებათ, ნეაპოლში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის (1:1) ბოლო წუთებზე, მაღალი ბურთისთვის ამხტარი პიკე მინდორზე უიღბლოდ დაეშვა და კოჭი იტკინა. ტკივილის მიუხედავად ვეტერანს თამაშის...
ჭდე: ნაპოლი
ნეაპოლიდან გამოყოლილი საფიქრალი
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ნაპოლისა” და „ბარსელონას” შეხვედრა 1:1 დასრულდა. დაგვაინტერესა, როგორ აფასებდა თამაშს კატალონიური „სპორტი” და ამიტომ მის მოკლე მიმოხილვას გავეცანით: „კიდევ კარგი ჩემპიონთა ლიგაში სტუმრად მორიგ წაგებას მაინც გადავრჩით, თუმცა „ბარსელონას” მიერ ნეაპოლში ნათამაშებმა ფრემ საფიქრალი დაგვიტოვა. ახლა დისკვალიფიცირებულები იქნებიან სერხიო ბუსკეტსი და არტურო ვიდალი, რომელიც ამ შეხვედრაში მოედნიდან გააძევეს. ჟერარდ პიკემ კოჭი იტკინა,...
გატუზო: მესი გალიაში
სამშაბათის საღამოს ნეაპოლში უდიდესი მატჩია – ნეაპოლიტანელთა კერპები კატალონიელ ჯადოქრებს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მასპინძლობენ. ნეაპოლელთა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ ქება არ დაიშურა ლიონელ მესის მიმართ – მოედანზე ნამოქმედარის გარდაც დიადია და ქედს ვიხრიო, მაგრამ… რინო გატუზო დაუფარავად აცხადებს, რომ ლეოს გალიაში გამომწყვდევას უპირებს და მის წინააღმდეგ ერთბასად რამდენიმე ნეაპოლელი იქნება მობილიზებული. მესის გალიაში მომწყვდევით გატუზო „ბარსელონას“...
რა დაინახეს არაკეთილმოსურნეებმა?
გუშინ, ლა ლიგაში „ბარსელონამ” „ხეტაფეს” 2:1 მოუგო, მადრიდულმა გაზეთმა „მარკამ” კი ესპანეთის ჩემპიონს ამ გამარჯვებაში ექვსი ნაკლი დაუნახა. ვფიქრობთ, „მარკას” შეხედულებების გაცნობა საინტერესოა. მართალია, დედაქალაქელი ჟურნალისტები „ბარსას” მიმართ მაინცდამაინც კეთილგანწყობილნი არ არიან, მაგრამ ვინ იცის, მათი ნათქვამში რაიმე დასაფიქრებელი ან უბრალოდ ფაქტი ეწეროს. ასე მაგალითად, ჟორდი ალბას დაშავება „ბარსელონასთვის” ცუდი რომ არის, ამის თქმას დიდი...
ტალანტი ტურინში
– მესი თუ რონალდუ? – მესი. – ტოტი თუ დელ პიერო? – ტოტი. როცა 28 დეკემბერს შვედურ ტელეკომპანია SVT-ს ბლიც-ინტერვიუს აძლევდა, თავადაც არ იცოდა, რომ ერთ კვირაში მისგან „დაწუნებული“ რონალდუს და დელ პიეროს „იუვენტუსის“ წევრი გახდებოდა. ინტრიგა გაგვიგრძელდა და დროა უფრო ახლოს გაგაცნოთ… დეიან კულუსევსკი 20 წლის აპრილში გახდება, მაგრამ საფეხბურთო იტალია უკვე აალაპარაკა. „ატალანტას“...
ლივერპულზე მეოცნებე ევერტონის მწვრთნელი
კარლო ანჩელოტი „ევერტონის” მწვრთნელი გახდება, არადა მერსისაიდური კლუბებიდან იტალიელს „ლივერპულის” სათავეში ჩადგომა ერჩივნა; ცხადია, ახლა კი არა, რამდენიმე წლის წინ. „რეჯანას”, „პარმას”, „იუვენტუსის”, „მილანის”, „ჩელსის”, „პარი სენ ჟერმენის”, „რეალის”, „ბაიერნისა” და „ნაპოლის” ყოფილ თავკაცს „გუდისონ პარკზე” ამ დღეებში წარადგენენ. 60 წლის მწვრთნელი „ნაპოლიდან” სულ ათიოდ დღის წინ გაუშვეს. ყველაზე უცნაურად ის ჩანს, რომ ის ჩემპიონთა...
ანჩელოტი ნაპოლიდან გააგდეს
„ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა, მაგრამ კარლო ანჩელოტი თანამდებობიდან მოხსნეს. ახლა ამბობენ, რომ ცნობილი იტალიელი მწვრთნელი „არსენალში” ან „ევერტონში” წავა. ეს ორი ინგლისური კლუბი თავკაცის გარეშეა — ცოტა ხნის წინ ლონდონელებმა უნაი ემერი გაუშვეს, ხოლო ლივერპულელებმა მარკო სილვა. „ნაპოლიმ” წუხელ, ჩემპიონთა ლიგაში, ბელგიურ „გენკს” 4:0 მოუგო. ეს გახლდათ ნეაპოლელთა პირველი გამარჯვება ბოლო ათი დღის განმავლობაში...
ნაპოლიში რაღაც ხდება
დიდი ამბებია ნეაპოლში. ვერ მისდის კარგად საქმეები „ნაპოლის.“ განსაკუთრებით ბოლო თვის განმავლობაში. ხუთ მატჩში გუნდმა მხოლოდ ერთხელ მოიგო და სერია A-ს ცხრილში მეშვიდე ადგილზეა. ჩემპიონთა ლიგაში საქმეები ოდნავ უკეთაა, თუმცა აქაც წაიფორხილეს ორჯერ: „გენკთან“ და „ზალცბურგთან.“ ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი გუნდში არსებული უთანხმოებაა. ფეხბურთელებს, მწვრთნელსა და პრეზიდენტს ერთმანეთის აღარ ესმით. საერთოდ, კარლო ანჩელოტის სიმშვიდისა და...
კლოპი გერმანელ მსაჯზე გაბრაზდა
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა „ლივერპულმა” ახალი სეზონი ცუდად დაიწყო — სტუმრად „ნაპოლისთან” წააგო 0:2. იტალიურმა გუნდმა ანგარიში პენალტით გახსნა და სწორედ ამ თერთმეტმეტრიანმა გააბრაზა მერსისაიდელთა თავკაცი იურგენ კლოპი. გერმანელის რისხვის ობიექტი მისი თანამემამულე მსაჯი ფელიქს ბრიჩი გახდა. ინტერნეტის ეპოქაში საფეხბურთო ეპიზოდის სიტყვებით აღწერა უმადური საქმეა, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, რომ სადავო პენალტი უფრო ნეაპოლელთა თავდამსხმელმა ხოსე...
სტადიონი თუ ტუალეტი?
არა რა, ქართველები და იტალიელები მართლა ძალიან ვგავართ ერთმანეთს, მით უმეტეს სამხრეთიტალიელები… იქაც, როგორც ჩვენთან, რაც ბიუჯეტისაა – არავისია და რაც არავისია, არავის ადარდებს. სკანდალი „ნაპოლის“ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის ისტერიკას მოჰყვა, როცა მან „სან პაოლოს“ სტადიონის გასახდელების მდგომარეობას საშინელი უწოდა. მწვრთნელს მერიიდან უპასუხეს, რემონტზე 20 მილიონი ევრო დავხარჯეთ და მოთხოვნილი პირადი კაბინეტიც მოგიწყვეთო. ანჩელოტის მხარი...









