საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა იტალიის სერია A-ს 36-ე ტურში. „ნაპოლიმ“ ოთხი გოლი გაუშვა „სასუოლოსგან“, თუმცა მატჩი 2:0 მოიგო… გეტყვით, რომ სტუმრების არც ერთი გოლი ჩათვლილა. „სასუოლოს“ ერთი გოლი გვერდითმა მსაჯმა გაუუქმა, ხოლო სამი – ვიდეორეფერიმ. ევროპის ტოპ 5 ლიგაში პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ერთ გუნდს, ერთ თამაშში ოთხი გოლი არ ჩაუთვალეს.
ჭდე: ნაპოლი
სეტიენი მესის ცალკე შეხვედრია
კატალონიური მედია „ბარსელონას” „ოსასუნასთან” 1:2 მარცხის შემდეგ ლეო მესის ბრაზიან კომენტარს იხსენებს. მაშინ, „ბლაუგრანას” მეგავარსკვლავის სიტყვები მწვრთნელის კიკე სეტიენისა და კლუბის დღევანდელი სისტემის წინააღმდეგ გალაშქრებას ჰგავდა. ასე თუ გავაგრძელებთ, „ნაპოლისთან” აუცილებლად წავაგებთო, თქვა იმ დღეს არგენტინელმა და მისმა ნათქვამმა კლუბის იერარქიაში შეშფოთება გამოიწვია. თუმცა, ჩატარდა შემდეგი მატჩი „ალავესთან”, რომელიც „ბარსამ” 5:0 მოიგო და მესის ტონი...
უეფამ ლიგა დაალაგა
უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის 2019-20 წლების ფლეი ოფის, მეოთხედფინალური და ნახევარფინალური ეტაპების წილისყრა გაიმართა. ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი შეწყვეტილი იყო და ჯერ კიდევ გასამართია ოთხი მერვედფინალური მატჩი, მაგრამ უეფამ შესაძლო მეოთხედფინალური წყვილი უკვე დაალაგა: მეოთხედფინალში ერთმანეთს შეხვდებიან: „რეალი“ (ესპანეთი) VS „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი) და „ლიონი“ (საფრანგეთი) VS „იუვენტუსი“ (იტალია) წყვილებში გამარჯვებული (1); „ლაიფციგი“ (გერმანია)–„ატლეტიკო“ (ესპანეთი)...
მამასთან უნდა
იტალიური „კალიარის“ ფორვარდი ჯოვანი სიმეონე არც მალავს, რომ მადრიდის „ატლეტიკოში“ თამაშზე ოცნებობს. მოგეხსენებათ, მადრიდულ კლუბს მამამისი დიეგო უდგას სათავეში. უმცროსი სიმეონეს თქმით, ეს სულაც არ არის გადამწყვეტი ფაქტორი. „მადრიდის „ატლეტიკოში“ თამაში ჩემი იცნებაა. ბავშვობიდან ვქომაგობ ამ გუნდს და სულ მინდოდა მისი წევრობა. ახლა იქ მამაჩემია მთავარი მწვრთნელი, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, სურვილი არ გადამივლის....
ნაპოლის მეექვსე წარმატება!
რომის „სტადიო ოლიმპიკოზე” იტალიის თასის ფინალში „ნაპოლიმ” „იუვენტუსს” პენალტების სერიით აჯობა. ძირითადი დრო დასრულდა 0:0. საგოლე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა არცთუ მრავლად. ქების ღირსი იყვნენ მეკარეები, 23 წლის ნეაპოლელი ალექს მერეტი და 42 წლის ტურინელი ლეგენდა, უბერებელი ჯანლუიჯი ბუფონი. სიახლე გახლდათ თავად თამაშის ფორმატში: ფრედ დასრულებული ძირითადი დროის შემდეგ დამატებითი 30 წუთი არ დანიშნულა,...
შვედური მაგიდა იტალიურ ფინალში
იტალიის თასის ფინალში ერთმანეთის პირისპირ ტურინის „იუვენტუსი“ და „ნაპოლი“ წარსდგებიან. ნახევარფინალში ორივემ მილანური ბარიერი გადალახა – ტურინელებმა „მილანს“ აჯობეს, ნეაპოლელებმა კი ორი მატჩის ჯამში „ინტერი“ დაამარცხეს. ბუნებრივია, შეხვედრა უმაყურებლოდ ჩაივლის, მაგრამ სერია A-ს გენერალური დირექტორის ლუიჯი დე სიერვოს განცხადება მაინც მოულოდნელი იყო: „მატჩის შემდეგ გუნდები დამოუკიდებლად დაიჯილდოებენ თავს. ცერემონიაში არც ერთი გარეშე პირი არ ჩაერევა....
ჭიქა კი ნახევრად სავსეა, მაგრამ ფინალში ნაპოლი გავიდა
ანტონიო კონტემ თქვა, რომ იტალიის თასის ორი ნახევარფინალური შეხვედრის ჯამში მისი „ინტერი” „ნაპოლიზე” მეტად იმსახურებდა ფინალში გასვლას. კონტეს აზრით უპირატესობას „ნეროაძური” ფლობდა, მეტოქემ კი წარმატებას მეკარის წყალობით მიაღწია. პირველი შეხვედრა „სან სიროზე” ნეაპოლელებმა 1:0 მოიგეს. საპასუხო მატჩი „ინტერისთვის” კარგად დაიწყო. მესამე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც კრისტიან ერიკსენმა გოლი პირდაპირ კუთხურიდან შეაგდო (იხილეთ ვიდეო) და ჯამური ანგარიში...
ბალოტელი ბრეშას დატოვებს
„ბრეშას“ გადარეული შემტევი, მარიო ბალოტელი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას მშობლიურ კლუბს დატოვებს. მშობლიურს იმიტომ, რომ „ბალო“ სწორედ ამ ქალაქშია დაბადებული და დედამისი დღესაც იქ ცხოვრობს. იტალიური მედია წერს, რომ მარიოთი ორი კლუბი: თურქული „გალათასარაი“ და ბრაზილიური „ვასკუ და გამა“ ყოფილან დაინტერესული და მის აგენტ მინო რაიოლასთან უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. ბალოტელი „ბრეშაში“ გასულ ზაფხულს გადავიდა ფრანგული „მარსელიდან“...
ბარსას და ნაპოლის შეხვედრის თარიღი დაითქვა
„სქაი იტალიას” ცნობით, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური შეხვედრა „ბარსელონასა” და „ნაპოლის” შორის, 8 აგვისტოს გაიმართება. თარიღი ცხადია წინასწარია, კიდევ გადამოწმდება, მაგრამ მთავარია, რომ ორიენტირი უკვე არის. შეგახსენებთ, რომ ლაპარაკია საპასუხო მატჩზე, რომელიც „კამპ ნოუზე” უნდა გაიმართოს. პირველი თამაში ნეაპოლში 1:1 დამთავრდა. კატალონიური „სპორტი” წერს, რომ უეფას, თითქოსდა, ევროთასების განახლების თვედ აგვისტო დაუთქვამს. ჩემპიონთა ლიგის ფინალი 29...
ძალიან დიდი, უზარმაზარი…
ის მჭირს, ერთი შეხედვით ძალიან ადვილი რომაა წერა, მაგრამ არა და არ გამოგდის – ისე არ გამოგდის, როგორც შენი ნაწერის გმირს ეკადრება. განგებამ ინება და ალექსანდრე ჩივაძე პირადად გავიცანი. ტრაბახით წავლეკე უბანი და საძმაკაცო. მას მერე წლები გავიდა, ინტერვიუებიც იყო და არაფორმალურ გარემოში სუფრასთან საუბრებიც, მაგრამ მის სიდიადეს ვერ მოვერიე და გაშინაურება ვერ შევკადრე. ძალიან...









