ბათუმში ქალთა მსოფლიო თასის გათამაშება დაიწყო, რომლის საპრიზო ფონდი 691.250 ამერიკული დოლარია. აჭარას 107 მონაწილე ესტუმრა, მათგან შვიდი ქართველია. გაიმართა პირველი რაუნდის მატჩები, სადაც საქმეში სამივე ქართველი ჩაება და შემდეგ ეტაპზე სამივე გავიდა. ბელა ხოტენაშვილმა ესპერანსა კაქსიტა მარტივად, 2:0 დაამარცხა და მეორე რაუნდში ნურგულ სალიმოვას გაეჯიბრება. კესარია მგელაძემ პამ ლეო შაოს პირველი პარტია მოუგო, მეორე [...]
