საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებს. საამისოდ, ილიას ზუროსის გუნდმა რეიკიავიკში დიდი ბრძოლა გადაიტანა და ისლანდიის ნაკრები 88:85 დაამარცხა. მატჩის ბედი ბოლო წამებეზე გადაწყდა. მანამდე დიდი დრო საქართველოს ნაკრები ლიდერობდა. ხანდახან სხვაობა 10 ქულასაც აღწევდა. თუმცა, ისლანდიელები არ ნებდებოდნენ და ახერხებდნენ სხვაობის შემცირებას, ხოლო მესამე მეოთხედის შუაწელში სულაც წინ გავიდნენ. დარჩენილ...
