ჭდე: მილანი

Home მილანი
მილანს და ინტერს სამართალდამცავებმა ტრიბუნებიდან შეუტიეს
ჩანაწერი

მილანს და ინტერს სამართალდამცავებმა ტრიბუნებიდან შეუტიეს

ორშაბათს, გამთენიისას იტალიის პოლიციამ „ინტერისა“ და „მილანის“ 19 ულტრა-ტიფოზი და მათთან დაკავშირებული ხალხი აიყვანა. ლაპარაკია გულშემატკივრებზე კარებს უკან კურვებზე ანუ ტრიბუნებზე რომ სხედან. აყვანილთაგან 16 იზოლატორში წაიყვანეს, ხოლო 3 შინაპატიმრობაში დატოვეს. ოპერაცია ჩაატარა „მფრინავმა ქვედანაყოფმა“, რომელსაც ალფონსო ლადევაია ედგა სათავეში. დაკავებები კავშირშია გამოძიებასთან, რომელსაც მილანის პროკურატურის  ანტიმაფიის დირექტორატი აწარმოებს ანუ საქმე გულშემატკივართა ხულიგნობას კი არა...

ლეაო პირდაპირ გასახდელში წავიდა, სხვებმა ბოდიში მოიხადეს
ჩანაწერი

ლეაო პირდაპირ გასახდელში წავიდა, სხვებმა ბოდიში მოიხადეს

ჩემპიონთა ლიგის ახალი გათამაშება „მილანისთვის” ცუდად დაიწყო — 3:1 ის ანგარიშია, რომლითაც „როსონერის” „ლივერპულმა” აჯობა, მაგრამ ის ინგლისური გუნდის უპირატესობას ვერ გამოხატავს. არადა, მე-3 წუთზე კრისტიან პულიშიჩის მიერ გატანილმა გოლმა შექმნა ილუზია, რომ „როსონერი” მერსისაიდელებს ტოლს არ დაუდებდა. სინამდვილეში კი გიორგი მამარდაშვილის მომავალმა გუნდმა სრული უპირატესობა მოიპოვა. 23-ე წუთზე იბრაჰიმა კონატემ გაათანარა ანგარიში, 41-ე წუთზე...

ზარმაცი, გადაუწყვეტელი, აპათიური ლეაო
ჩანაწერი

ზარმაცი, გადაუწყვეტელი, აპათიური ლეაო

ზარმაცი, გადაუწყვეტელი, აპათიური — ასე ახასიათებს ერთა ლიგაზე პორტუგალიისა და ხორვატიის ნაკრებების შეხვედრის (2:1) შემდეგ იტალიური პორტალი calciomercato „მილანის” ვარსკვლავს რაფაელ ლეაოს, რომელიც მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა პირველი ტაიმის მერე შეცვალა. ლეაო ხორვატებთან შეხვედრაში გოლის გატანასთან ახლოსაც არ ყოფილა. მისი სტატისტიკაა: 0 დარტყმა კარში, 0 დარტყმა კარის მიმართულებით, 0 საგოლე მომენტი და მხოლოდ დრიბლინგის 2 მცდელობა...

შეუცვლელი ფეხბურთელია თუ ტვირთი?
ჩანაწერი

შეუცვლელი ფეხბურთელია თუ ტვირთი?

სერია A-ს მეორე ტურში „მილანის” „პარმასთან” დამარცხებას (1:2) არავინ ელოდა. შეხვედრის შემდეგ სპორტულმა ჟურნალისტმა მაურიციო პისტოჩიმ თავის X პლატფორმაზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა: „დროა რაფაელ ლეაოს შესახებ სერიოზულად ვილაპარაკოთ. განვიხილოთ მისი როლი გუნდში და შევაფასოთ მისი თამაში. ლეაოს კლასი აშკარაა, სწრაფია და ტექნიკური, მაგრამ ჩახედეთ სტატისტიკას… მან სერია A-ში 164 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 47 გოლი...

ლუკა – 38
ჩანაწერი

ლუკა – 38

„ბაიერნთან“ გამართულ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში (2:2), შცვლაზე შესული მადრიდის „რეალის“ 38 წლის შემტევი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი გახდა მესამე ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე, რომელიც მონაწილეობდა შეჯიბრების ამ ეტაპზე. მოდრიჩს ამჟამად უსწრებს „მილანის“ ყოფილი მცველი პაოლო მალდინი, რომელმაც 2007 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშა 38 წლისა და 302 დღის ასაკში. ხორვატს ასევე ჯობნის „მილანის“ სხვა  მცველი,...

სამ მილიონად მუშაობა სჯობს თუ ოთხ მილიონად დასვენება?
ჩანაწერი

სამ მილიონად მუშაობა სჯობს თუ ოთხ მილიონად დასვენება?

ბოლო ხანს ნეაპოლში ბევრს ლაპარაკობენ ანტონიო კონტეზე. ამბობენ, რომ „ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მომავალი სეზონიდან მწვრთნელის პოსტზე უპირველეს ყოვლისა სწორედ მის კანდიდატურას განიხილავს, თუმცა თავად კონტე ყოყმანობს. გულშემატკივარმა მისი ინსტაგრამიდან შეიტყო, რომ „იუვენტუსის”, „ჩელსის”, „ინტერის”, „ტოტენჰემის” და იტალიის ნაკრების ყოფილი თავკაცი ბანიო ვინიონიში ისვენებს. ბანიო ვინიონი გახლავთ ცხელი მიწისქვეშა წყლებითა და სამკურნალო აბაზანებით ცნობილი...

მადონინები
ჩანაწერი

მადონინები

როცა იტალიელს უნდა თქვას „ღმერთო ჩემო“, იტყვის – „მადონა“. იქ მარიამ ღვთისმშობელს ყველაზე მეტს უგებენ და მას ყველაზე მეტჯერ ახსენებენ. ამ ქვეყანაში ბევრი მადონაა, ფლორენციაში მთავარ ტაძარს სანტა მარია დელ ფიორე ჰქვია, ქალწული მარიამის საპატივსაცემოდ; იქ არის სანტა მარია ნოველაც; რომში – სანტა მარია მაჯორე. როგორც ჩემმა მეგობარმა იხუმრა – იტალიელებს სულ სანტა მარია გაგა...

დღეს ლეაოს წიგნის წარდგინებაა
ჩანაწერი

დღეს ლეაოს წიგნის წარდგინებაა

დღეს, 28 თებერვალს, მილანში, დუომოს მოედანზე მდებარე წიგნის მაღაზია „მონდადორიში” გაიმართება პორტუგალიელი გარემარბის რაფაელ ლეაოს წიგნის — „ღიმილი, ჩემი ცხოვრება ფეხბურთს, მუსიკასა და მოდას შორის” — წარდგინება. ამ წიგნის მთავარი თემაა, როგორ უნდა ვიცხოვროთ სახეზე ღიმილით. წიგნის დიდი ნაწილი ეთმობა ლეაოს ერთგულებას „მილანისადმი”. 147-ე გვერდზე გარემარბი ლაპარაკობს კლუბთან ხელშეკრულების გახანგრძლივების შესახებ და გამოთქვამს „შავ-წითელ” ფერებში...

მაცარი: ეს ხვიჩას თანაგუნდელებზეა დამოკიდებული
ჩანაწერი

მაცარი: ეს ხვიჩას თანაგუნდელებზეა დამოკიდებული

„ნაპოლი” „სან სიროზე” „მილანთან” დამარცხდა, 0:1. მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს შეხვდა ნეაპოლელთა მწვრთნელი ვალტერ მაცარი. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს: კვარაცხელიას შესახებ: დღეს მასზე ნადირობდნენ. რამდენჯერმე გვარიანად იუხეშეს მის წინააღმდეგ. ვფიქრობ ასეთი უხეშობა მეტად უნდა ისჯებოდეს. რაც შეეხება მის სათამაშო პოზიციას, ეს თავად ხვიჩაზეა დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია მის ფიზიკურ მდგომარეობასა და მისი თანაგუნდელების გადაადგილებებზე. სწორედ ამ უკანასკნელებმა უნდა...

პიოლი: კვარა? ორივე ვარიანტს ველოდით
ჩანაწერი

პიოლი: კვარა? ორივე ვარიანტს ველოდით

„ნაპოლის” თამაშის შემდეგ ქართველ გულშემატკივარს, ჩვეულებრივ, მისი მწვრთნელის ინტერვიუ აინტერესებს, თუმცა ვფიქრობთ, არც მოწინააღმდეგე გუნდის თავკაცის შთაბეჭდილება უნდა იყოს ინტერესს მოკლებული, მითუფრო, რომ კვირას ეს მოწინააღმდეგე არც მეტი-არც ნაკლები „მილანი” იყო. „მილანმა” „ნაპოლის” მოუგო 1:0. გთავაზობთ სტეფანო პიოლის კომენტარებს: „მილანი” ლიდერს 8 ქულით ჩამორჩება: ბოლო თვენახევარია კარგად ვთამაშობთ და „ინტერს” კვალში ვუდგავართ. „ინტერს” წარმოუდგენლად კარგი სეზონი...