პარაგვაელი მიგელ ალმირონი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მეტოქესთან პირზე ხელაფარებული ლაპარაკის გამო წითელი ბარათი მიიღო. ეს მოხდა სან ფრანცისკოში პარაგვაისა და თურქეთის ნაკრებთა შეხვედრის (1:0) დროს, რომლის შედეგადაც თურქეთი მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშა, ხოლო პარაგვაიმ ფლეი-ოფში გასასვლელად ბოლო ტურში ავსტრალია უნდა დაამარცხოს. 32 წლის ალმირონმა პირველ ტაიმში პირზე ხელი აიფარა და თურქეთის ნაკრების ფეხბურთელს მერთ მულდურს...
