მარკო ვერატიმ უკმაყოფილება გამოთქვა, მაყურებლები პსჟ-ის თამაშებზე გვისტვენენო, ანუ, ფაქტიურად, შინაც გასვლაზე ვთამაშობთო… ეს მითუმეტეს „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგაში წაგების მერე (1:3). „ვიდრე პროფესიონალი გავხდებოდი, „პესკარას“ ფანი ვიყავი. ჩემპიონატი არასოდეს მოგვიგია, სულ გადარჩენისთვის ვიბრძოდით, მაგრამ თამაშების ყურებით ვტკბებოდი მაშინაც კი, როცა გუნდი აგებდა. … პსჟ-ში სხვანაირადაა. აქ სულ ლაპარაკობენ, რომ პრეზიდენტმა და სპორტულმა დირექტორმა დიდი ფეხბურთელები...
ჭდე: მარკო ვერატი
გარდაიცვალა მინო რაიოლა
ცნობილი საფეხბურთო აგენტი, მინო რაიოლა 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიზეზი, ფილტვების უკმარისობა. რაიოლა ბევრი ტოპ ფეხბურთელის აგენტი გახლდათ. მისი კლიენტები იყვნენ: ჯანლუიჯი დონარუმა, ერლინგ ჰოლანდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, პოლ პოგბა, რომელუ ლუკაკუ, მარიო ბალოტელი, მარკო ვერატი… რაიოლას ქონება დაახლოებით 73 მილიონ ევროდაა შეფასებული. ადრე მედიაში დაიწერა, რომ წლულს 12 იანვარს, რაიოლას ფილტვის ოპერაცია გაუკეთეს. მას შემდეგ...
პარიზელთა რეკორდსმენი
შაბათს, მარკო ვერატიმ პსჟ-ის მაისური 345-ედ მოირგო და ამ მაჩვენებლით კლუბის ახალი რეკორდსმენი შეიქნა. მანამდე 344 მატჩით სტეფან სუშიჩი ლიდერობდა. რაც შეეხება ვერატის, იტალიური „პესკარადან“ პარიზში 2012 წელს გადაბარგდა, ანუ მაშინ, როცა თანამედროვე პსჟ-ის მშენებლობა საძირკვლის დონეზე იყო. ვერატის სარგებლიანობა ციფრებში ნაკლებად ჩანს. ამ წლების განმავლობაში მან მხოლოდ 9 გოლი გატანა და 58 შედეგიანი პასი...
ნეიმარმა მოხია…
ნეიმარს ბრაზილიაში წასასვლელად ვერც გახურებული სეზონი აბრკოლებს და, კორონავირუსის პანდემიისას ევროპაში რაღა გააჩერებს?! მიუხედავად იმისა, რომ ამ უხილავმა სენმა მის სამშობლოშიც შეაღწია, საფრანგეთისგან განსხვავებით შედარებით მსუბუქი სტატისტიკაა – სულ 367 შემთხვევა. მართალია ფრანგებს 18 მარტის მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებიათ, თუმცა საერთო ჯამში დაინფიცირებული იქ 7,730 ადამიანია და ეს ქვეყანა ევროპაში კორონავირუსის ერთ-ერთი მთავარი კერაა. მოსაზღვრე ესპანეთში კი...



