უკვე ოთხი კვირა გავიდა რაც გერმანიის ნაკრების თურქული წარმოშობის ფეხბურთელებმა მესუთ იოზილმა და ილქაი გუინდოგანმა თავიანთი ისტორიული სამშობლოს პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად ფოტო გადაიღეს. ამის გამო სკანდალი აგორდა, რომელიც თანდათანობით კი არ ცხრება, არამედ მატულობს. გერმანელმა ხალხმა მოთამაშეებს ერდოღანთან ფოტოს გადაღება არ აპატია. ამ თემაზე ხმა აიმაღლა გერმანიის ნაკრებისა და „ბაიერნის” ყოფილმა ვარსკვლავმა მარიო ბასლერმაც....
