— შენ, ბიძია, ოჯახი არ გყავს? — რა გააჭირეთ საქმე. ოჯახიც ჰყავს, ცოლიც ჰყავს და ბავშვების მთელი ინკუბატორი. ვერ გეტყვით სად არიან რიტმ ენდ ბლუზის მომღერლის ტანიკა ბეილის ჯანიანი მამა და უფროსი ძმები, ანკი ჰყავს თუ არა ასეთები საერთოდ, მაგრამ სადაც გინდა იყვნენ იქ, ინგლისში სხვა ურთიერთობებია. აი, იაია ტურეს კი ნამდვილად ჰყავს ცოლი და...
ჭდე: მანჩესტერ სიტი
როცა ფული ჯიბეს გიმძიმებს
ამ ცნობაში ყველაზე საინტერესო ალბათ მაინც ის არის, რომ „მანჩესტერ სიტიში” მცველს, რომელსაც თავის პოზიციაზე მეოთხე კაცად მიიჩნევენ კვირაში 100 ათასი გირვანქა აქვს ხელფასი. საუბარია ჯონ სტოუნზზე, რომელსაც პეპ გვარდიოლა ამ ზაფხულზე გაყიდვას უპირებს. სტოუნზი 28 მაისს 24 წლის ხდება; „სიტიში” 2016 წლიდან თამაშობს. მას მერე, რაც ზამთარში „ქალაქელებმა” ფრანგი ემერიკ ლაპორტი შეიძინეს, დაცვის ცენტრში...
სიტი ბღავის! სიტი მთვრალია!
„მანჩესტერ იუნაიტედმა” შინ „ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან” 0:1 წააგო და… „მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელებმა სადღაც ჩეშირში, ჰეილში, მოკლედ ქალაქის სიახლოვეს, ადგილობრივ პაბში, ყველას დასალევი უყიდეს. „ქალაქელები” პრემიერლიგის ჩემპიონობას ზეიმობდნენ. კაპიტანმა ვინსენტ კომპანიმ პინტა „გინესით” ხელში ემოციური სადღერგძელოც კი თქვა. გახარებული პორტუგალიელი ბერნარდო სილვა მიკროფონს მივარდა და „ოაზისის” ცნობილი სიმღერა Wonderwall დასცხო, კაილ უოკერმა კი ბარის დაორთქლილი ფანჯრები...
ბიძაშვილი!
„ლივერპული” „მანჩესტერ სიტისგან” სტივენ ჯერარდის ბიძაშვილ-მამიდაშვილის ბობი დანკანის გადაბირებას აპირებს. დანკანი 17 წლამდელთა ნაკრებში თამაშობს და თავისი ასაკის ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდად ითვლება. ის „სიტიში” აგერ უკვე ექვსი წელიწადია ვარჯიშობს. ბობი დანკანის შესახებ ფართო საზოგადოებამ შარშან ზაფხულზე შეიტყო, როდესაც მან მოახერხა ის, რაც მანამდე არც ერთ ინგლისელს არ მოეხერებინა — ბრაზილიის ნაკრებს სამი გოლი გაუტანა. ცხადია,...
მაინძელო! – იუნაიტედი სიტის შეშვებას სთხოვს
იყო დრო, როდესაც სერ ალექს ფერგიუსონი „მანჩესტერ სიტის” ხმაურიან მეზობლებს ეძახდა — სულ ეს იყო. დღეს კი „სიტი” თითქმის ინგლისის ჩემპიონია და არა მარტო. დღეს „სიტი” ის კლუბია, რომელმაც „იუნაიტედი” შეიძლება გარკვეული ხნით შეიკედლოს კიდც. საქმე ის არის, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი” „ოლდ ტრეფორდის” რკონსტრუქციას აპირებს და სანამ „ოცნებათა თეატრში” ფეხბურთელების ნაცვლად მშენებლები იტრიალებენ, გუნდს სხვაგან...
გასახდელში მუსიკა ღრიალებდა
მანჩესტერულ დერბიში „იუნაიტედმა” „სიტის” 0:2 შემოუტრიალა, 3:2 მოუგო. ადრე, დეკემბრის დერბიში კი „სიტიმ” იძალა — 2:1. ამრიგად, შურისძიება შედგა, მაგრამ… არა მხოლოდ მოედანზე. გახსოვთ, რა ამბავი მოჰყვა „ოლდ ტრეფორდზე” „ქალაქელების” გამარჯვებას? „სიტის” ფეხბურთელებმა გასახდელში მუსიკა ჩართეს ხმამაღლა, რაზეც ჟოზე მოურინიუ გადაირია და მეტოქეს გასახდელში შეუვარდა, პატივისცემას ვითხოვო. ერთი ამბავი ატყდა მაშინ, „განსაკუთრებულს” თავში ბოთლებიც კი...
მსაჯები სიტის წინააღმდეგ
როდესაც საქმე საკამათო მსაჯობას ეხება, „დეილი მეილი” კომენტარისთვის გადამდგარ ინგლისელ რეფერის, გრემ პოლს მიმართავს ხოლმე. გავლენიანი გამოცემა ასევე მოიქცა ჩემპიონთა ლიგაში „მანჩესტერ სიტისა” და „ლივერპულის” საპასუხო მეოთხედფინალური შეხვედრის შემდეგ, რომელიც „ლივერპულმა” 2:1 მოიგო. გრემ პოლის კომენტარი ამჯერად ერთი მატჩის შეფასებას გასცდა. მან დაწერა: „მანჩესტერ სიტი” ზედიზედ სამ შეხვედრაში გახდა მსაჯის შეცდომის მსხვერპლი, რამაც ამ გუნდის...
ლივერპულელი გალახეს
ჩხუბის გარეშე მაინც არ გამოვიდა — „სიტის” ფანებმა „ლივერპულის” გულშემატკივარი გალახეს. როგორც ჩანს მერსისაიდელს არ გაუმართლა, „სიტის” ოჯახურ ლოჟაში იჯდა და იმდენიც ვერ მოახერხა, რომ მისი გუნდის გამარჯვების შემდეგ „მტრის გარემოცვაში” ზეიმისგან თავი შეეკავებინა. ჰოდა, შედგნენ. როგორც ამბობენ და ჩანაწერებიდანაც ჩანს, ორი განსაკუთრებით მონდომებული ურტყამდა. ნაცემმა ლივერპულელმა ინტერნეტში რვაწამიანი ჩანაწერი დაპოსტა. სად იშოვა, ვერ გეტყვით....
პოგბას ყველა სჯობია?
მანჩესტერული დერბის დამთავრების შემდეგ მთელმა მსოფლიომ მიაქცია ყურადღება, როგორ მივიდა „სიტის” მწვრთნელი პეპ გვარდიოლა „იუნაიტედის” ნახევარმცვლელ პოლ პოგბასთან და კარგა ხანს უჩურჩულა რაღაც. პოგბა მატჩის გმირი იყო, მან ორი გოლი გაიტანა. „იუნაიტედმა” „მოსისხლეს” 0:2 შემოუტრიალა და 3:2 მოუგო. ყველას მყისვე გაახსენდა გვარდიოლას რამდენიმე დღის წინანდელი მოყოლილი, რომ სუპერაგენტმა მინო რაიოლამ ორი თვის წინ პოგბასა და...
შავები მანჩესტერში
ინგლისში საფეხბურთო ხულიგნები უკან დახევას არ აპირებენ: შაბათს, მანჩესტერული დერბის დღეს, მათ ქალაქის ქუჩებში დებოში მოაწყვეს. როგორც თვითმხლველები ამბობენ გამოჩნდა შავ ტანსაცმელში გამოწყობილი დაახლოებით ორმოცდაათკაციანი დაჯგუფებაც. დაჯგუფებამ გვარიანი არეულობა მოაწყო, მაგრამ პოლიციის რაზმის გამოჩენისთანავე გაიფანტა. იყო შეჯახებები გულშემატკივართა შორის. პოლიციელებმა რამდენიმე ხულიგნის დაჭერა მოახერხეს. მათ ერთ-ერთ ქუჩაზე ალყაში მოიმწყვდიეს წესრიგის დამრღვევები. თვითმხილველი ყვება, რომ რამდენიმე...









