„მანჩესტერ იუნაიტედის” მაღალჩინოსნები ბარსელონაში ჩაფრინდნენ, სადაც ფრენკი დე იონგის გადაბირებას შეეცდებიან. ვინმეს შეიძლება დეჟავიუ მოეძალოს, არადა ყველაფერი რეალურია. ცოტა ხნის წინ ეს წინადადება მართლაც ტრიალებდა მსოფლიო მას-მედიაში, ოღონდ ერთი განსხვავებით, მასში „მანჩესტერ იუნაიტედის” ნაცვლად „ჩელსი” ეწერა. კატალონიის დედაქალაქს ამჯერად რიჩარდ არნოლდი და ჯონ მარტოუ ეწვივნენ. პირველი „იუნაიტედის” აღმასრულებელი შეფია, ხოლო მეორე საფეხბურთო დირექტორი. ბრიტანული მედია...
ჭდე: მანჩესტერ იუნაიტედი
რატომ მისცეს რონალდუს ფული?!
კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედისგან” ექვსნიშნა ბონუსი მიიღო და… კლუბიდან წასვლა ითხოვა. მოვლენათა ასეთმა თანხვედრამ ბევრი გულშემატკივარი გააღიზიანა. რა ფული მისცეს პორტუგალიელს? ეს გახლდათ თანხა, რომლის თაობაზე მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი და მანჩესტერული კლუბი ჯერ კიდევ შარშან ზაფხულს შეთანხმდნენ, როდესაც რონალდუ „იუვენტუსიდან” „ოლდ ტრეფორდზე” გადაბარგდა. საქმე ის არის, რომ რონალდუ მანჩესტერში ხელფასის ფაქტობრივ განახევრებას დათანხმდა. იტალიაში,...
ჩელსიმ ამაოდ ისადილა
„ჩელსიმ” მორიგი სატრანსფერო ფიასკო განიცადა: „ბარსელონას” ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა ლონდონელებს განუცხადა, რომ მათთან გადასვლას „მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლა უჯობს. „იუნაიტედი” დიდი ხანია დე იონგის გადაბირებას ცდილობს და მას მერე, რაც გუნდის მწვრთნელად მისი თანამემამულე და ყოფილი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი დაინიშნა, საქმე როგორც ჩანს დაიძრა. ტენ ჰაგი დე იონგს „აიაქსში” წვრთნიდა. როგორც მოგახსენეთ, „ჩელსის”...
ბედნიერი პოლ პოგბა
„რა მშვენიერია კიდევ რომ შეგხვდით”, — თქვა „იუვენტუსის” გულშემატკივრებით შემოჯარულმა, ბედნიერმა პოლ პოგბამ. გუშინ ის კერძო თვითმფრინავით ტურინში ჩაფრინდა. პოგბა უზარმაზარი თეთრი ჯიპიდან გადმოვიდა, რათა ქომაგებს მისალმებოდა, ისინი კი ტაშს უკრავდნენ და თავიანთი საყვარელი გუნდის ყოფილ ნახევარმცველს შეძახილებით ესალმებოდნენ. თეთრებში გამოწყობილი, შავ-თავსაბურავიანი ფრანგი, რომელიც ბოლო წლებში „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობდა, სელფებისა და ავტოგრაფების დასარიგებლად ბარიერებთან მივიდა....
ერიკსენი დაწვეს
„ტოტენჰემის“ გულშემატკივარმა კრისტიან ერიკსენის მაისურა საჯაროდ დაწვა და შემდეგ ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ამით მან ჩრდილოლონდონელ ქომაგთა უმეტესობის დამოკიდებულება გამოხატა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებმაც საქციელი არ მოუწონეს. ერიკსენს პრემიერლიგის „ბრენტფორდთან“ კონტრაქტი 1 ივლისს დაუმთავრდა და მისი გადაბირება რამდენიმე კლუბს, მათ შორის, „ტოტენჰემსაც“ სურდა, მაგრამ 30 წლის დანიელმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ არჩია, სადაც უახლოეს ხანში სამედიცინო შემოწმებას...
მანჩესტერი უშვებს!
„სანი” წერს, რომ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას ფლობს. გაზეთის მტკიცებით „მანჩესტერ იუნაიტედი” დანამდვილებით თანახმაა პორტუგალიელი გაუშვას. 37 წლის მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი ინგლისში გუნდთან ერთად სავარჯიშოდ ჯერ არ ჩასულა, რის მიზეზადაც ოჯახი მოჰყავს. ინგლისური გაზეთის თქმით კრიშტიანუს პირველად ჯერ კიდევ ათი თვის წინ წამოცდა, რომ სიყმაწვილის დროინდელ კლუბში დაბრუნება მისთვის წარუმატებელი გამოდგა და სხვაგან...
რონალდუ ვარჯიშზე არ მივიდა
კრიშტიანუ რონალდუ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ პირველ ვარჯიშზე არ გამოცხადდა და ეს ოჯახური პრობლემებით ახსნა. კლუბში განაცხადეს, რომ ესმით კრიშტიანუს პრობლემის და მოუთმენლად ელიან. თუმცა რა პრობლემაზეა საუბარი, არ კონკრეტდება. მანკუნიანელთა ხელმძღვანელობის პოზიცია იგივეა: პორტუგალიელს კონტრაქტით კიდევ ერთი წელი დარჩა კლუბში სათამაშო და ის არ იყიდება. თუმცა თავად რონალდუს ჩემპიონთა ლიგაში თამაში სურს, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედი“ ვერ...
პასი მხოლოდ წინ!
„მანჩესტერ იუნაიტედის” ახალმა მწვრთნელმა, 52 წლის ერიკ ტენ ჰაგმა მკაფიოდ გამოაცხადა, რომ: ვერ შეეგუება გვერდზე და მითუმეტეს უკან პასებს — ფეხბურთელებს, რომლებიც კომბინაციას მეტოქის კარის მიმართულებით არ ავითარებენ ის ვარჯიშებზე ცვლის. ფეხბურთელებმა უნდა გამოასწორონ ფიზიკური მომზადება. გასახდელში ამოიძირკვება დაჯგუფებები. ახალგაზრდებს მიეცემათ შანსი დაამტკიცონ თავიანთი ნიჭიერება და უფროსი თაობის ფეხბურთელები შემადგენლობიდან ამოაგდონ. შემადგენლობაში მოსახვედრად მწვრთნელი გაითვალისწინებს...
რონალდუს ჩემპიონთა ლიგაში უნდა თამაში
კრიშტიანუ რონალდუს გარშემო აურზაური ატყდა. „სანი” წერს, რომ 37 წლის ვარსკვლავი ტრანსფერს ითხოვს, მაგრამ „მანჩესტერ იუნაიტედი” უარს ეუბნება. იმავე წერილში გაზეთი გვეუბნება, რომ პორტუგალიური წყაროების თანახმად თავდამსხმელს ტრანსფერი არ უთხოვია, თუმცა თავად კლუბი სხვანაირად ლაპარაკობს. ხელშეკრულების თანახმად რონალდუ „ოლდ ტრეფორდზე” კიდევ ერთ წელიწადს უნდა დარჩეს. კონტრაქტში წერია, რომ მხარეებს ამის მერეც შეუძლიათ ერთი სეზონით გაახანგრძლივონ...
მანჩესტერ იუნაიტედის სამი დღე
„მანჩესტერ იუნაიტედმა” სულ სამი დღეა, რაც ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო, მაგრამ ამ მოკლე ხანში გუნდის ახალმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა უკვე მოასწრო სახის ჩვენება. კლუბი ყოველი დღის ვიდეომასალას ინტერნეტში აქვეყნებს. გულშემატკივარი ნანახით კმაყოფილია. ჩანაწერებში აშკარად ჩანს, რომ ტენ ჰაგი პროცესს მართავს და არც ფეხბურთელებისთვის შენიშვნების მიცემას ერიდება. ის მათ უხსნის, თუ რას ითხოვს თითოეული მათგანისგან....









