სანამ მხიარულ ამბავს გეტყოდეთ, საქმიანად დავიწყოთ: „მანჩესტერ იუნაიტედს” კვლავ მოუნდა ჰოლანდიელი მატეის დე ლიხტის ყიდვა. გასულ ზაფხულს, როდესაც გაირკვა, რომ ცენტრალური მცველი „აიაქსიდან” წასვლას აპირებდა, „იუნაიტედი” აქტიურად ჩაერთო ვაჭრობაში, მაგრამ „იუვენტუსს” ვერ აჯობა. დე ლიხტი ტურინს ვერ მოერგო. გარდა ამისა, ცნობილია, რომ „იუვენტუსსა” და „მანჩესტერ იუნაიტედს” შორის კარგი საქმიანი ურთიერთობაა და დე ლიხტის „ოლდ ტრეფორდზე” გადასვლამ...
ჭდე: მანჩესტერ იუნაიტედი
სიმულიანტი, მყვირალა, თავხედი
კვირას, „ოლდ ტრეფორდზე”, მანჩესტერული დერბი იყო, „იუნაიტედმა” „სიტის” 2:0 მოუგო. ამ შეხვედრის გმირად და ვარსკვლავად დაასახელეს მასპინძელთა პორტუგალიელი ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდეში, რომელიც ინგლისში ახალი გადასულია და ფანებს უკვე უყვართ, ქება და დიდება არ აკლია. „სიტისთან” შეხვედრის 30-ე წუთზე, ფერნანდეშმა, ცოცხალი კედლის თავს გადავლებული ეფექტური პასით ანტონი მარსიალს გაახსნევინა ანგარიში, ოღონდ, მეტოქე გუნდის ნახევარმცველი, თურქული წარმოშობის გერმანელი ილქაი...
დიბალა ლონდონში
პაულო დიბალას თავისი აგენტისთვის ხორხე ანტუნისთვის დაურეკავს და „მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლაზე უარი გამოუცხადებია — „იუვენტუსში” თავს შესანიშნავად ვგრძნობ და მაგათი დიდი ხელფასი არ მინდაო. საინტერესოა, რომ არგენტინელს აგენტისთვის სწორედ მაშინ დაურეკავს, როდესაც ის მანკუნიანელთა ლონდონის ოფისში, არც მეტი არც ნაკლები, ედ ვუდვორდის კაბინეტში მჯდარა და საქმეს აკვარახჭინებდა. რატომ არ ისურვა დიბალამ „ოლდ ტრეფორდზე” გადასვლა? ამბობენ,...
შესვენებაზე ის უნდა მოეკლათ!
კარლო ანჩელოტიმ თამაშის დამთავრების შემდეგ წითელი ბარათი მიიღო. მიზეზი: ის აღშფოთდა, რადგან „ევერტონს” „მანჩესტერ იუნაიტედთან” შეხვედრის მიწურულს VAR-მა გამარჯვების გოლი არ ჩაუთვალა. მატჩი დასრულდა 1:1. არადა, რა გულით ზეიმობდნენ ლივერპულელები ჰარი მაგუაირის მიერ მსაჯის წამატებულ დროში საკუთარ კარში შეგდებულ გოლს. სიხარულისგან მთელი გუნდი ერთმანეთს დაახტა. მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, გოლი არ ჩაითვალა და ალბათ სწორადაც, რადგან...
კარგი ბიჭია შოუ!
„მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა პოლ სქოულზი ამბობს, რომ თუკი ლუკ შოუ საქმეს მთელი გულით მიუდგება, იგი შეძლებს ევროპაში უძლიერესი მარცხენა მცველი გახდეს. სქოულზის აზრით შოუს საამისო პოტენციალი აქვს. მას ნიჭი ჯერ ბოლომდე არ გამოუმჟღავნებია. როდესაც გუნდი სამკაციანი დაცვით თამაშობს, შოუს მარცხენა ცენტრალურ მცველობას ავალებენ, რაც სქოულზის აზრით ფეხბურთელისთვის ზედმეტად კომფორტულია. მარცხენა ცენტრალურ მცველს ხომ ნომინალური მარცხენა...
მანჩესტერ იუნაიტედის ახალი ლიდერი
ბრუნო ფერნანდეში პოლ სქოულზივით თამაშობს და ლიდერის თვისებებსაც ავლენსო, თქვა 25 წლის პორტუგალიელის ათწუთიანი ფეხბურთით აღფრთოვანებულმა ოლე გუნარ სულშერმა ევროპალიგაში „ბრიუგესთან” შეხვედრის შემდეგ. თუ რას ნიშნავდა სქოულზი „მანჩესტერ იუნაიტედისთვის”, გულშემატკივარმა კარგად იცის, მაგრამ აგერ, ფერნანდეშზე ამბობენ, ჟღალი ინგლისელისგან განსხვავებით მოედანსა თუ გასახდელში ხმაც ამოეღებაო. არადა, ნახევარმცველი „ოლდ ტრეფორდზე” „სპორტინგიდან” ერთი თვის გადასულიც არ არის. მანჩესტერელებმა...
ყველაფერში დამნაშავე არის ბურთი!
ბრიუგეში, ევროლიგის შეხვედრაში, „მანჩესტერ იუნაიტედს” თამაშის გადარჩენა მოუხდა — მე-15 წუთზე ჩამორჩა, 36-ზე კი გაქვითა. სტუმრების კარში გოლი 32 წლის არგენტინელი მეკარის სერხიო რომეროს შეცდომის გამო გავიდა (იხ. ვიდეო), მაგრამ მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა ყველაფერი ბურთს გადააბრალა. „იუნაიტედის” გოლკიპერი საჯარიმოდან წინ გამოვიდა, ამ დროს „ბრიუგეს” მეკარემ სიმონ მინოლემ ბურთი თავისი საჯარომოდან მეტოქის ნახევარზე ჩააგდო, სადაც...
აი, სიხარული!
როგორც იქნა, ეს დღეც დადგა! „მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებს ტრაბახის და დაცინვის საშუალება მიეცათ. მათი „ხმაურიანი მეზობლები” უეფამ ორი წლით მოკვეთა ჩემპიონთა ლიგიდან და ახლა, არ არის გამორიცხული, რომ ამას ზედ ცინიკური ამბავიც დაემატოს — „სიტის” ადგილი ევროპაში სწორედ „იუნაიტედმა” დაიკავოს. გუშინ, „იუნაიტედი” ლონდონში „ჩელსის” ეთამაშებოდა (2:0 მოუგო), მაგრამ სტუმარი გუნდის ფანები ტრიბუნიდან „სიტის” უმღეროდნენ: „აი,...
იუნაიტედმა ბოლოწამს თავდამსხმელი იყიდა
ყველაფერს ელოდნენ, მაგრამ ამას არა: იანვრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, „მანჩესტერ იუნაიტედმა” „შანხაი შენხუადან” იჯარით ოდიონ იგჰალო გადაიბირა. ამრიგად, ოლე გუნარ სულშერს ბოლოს და ბოლოს ჰყავს თავდამსხმელი, რომელსაც ასე ნატრობდა — 30 წლის ნიგერიელი, რომელიც როგორც ინგლისური წყაროები ამბობენ, ადრე „უოტფორდში” თამაშობდა. ინგლისელი ჟურნალისტები „უოტფორდს” ხაზს იმიტომ უსვამენ, რომ მათი გუნდია და „იუნაიტედის” გულშემატკივარს იგჰალო...
კლოპის ლივერპული vs სერ ალექსის იუნაიტედი
ბოლო პრემიერლიგურ შეხვედრაში „ლივერპულმა” „ვესტ ჰემთან” 2:0 გაიმარჯვა და ახლა სტატისტიკურად უფრო წინ არის, ვიდრე 1999 წელს ტრებლის მომგები „მანჩესტერ იუნაიტედი” იყო. იურგენ კლოპის გუნდი საოცარ ფორმაშია. ის უახლოეს მდევარ „მანჩესტერ სიტის” 19 ქულით უსწრებს. არადა, სადაცაა 30 წელი შესრულდება მას მერე, რაც მერსისაიდელები ინგლისის ჩემპიონები არ გამხდარან. დღეს „ლივერპულს” 23 შეხვედრა აქვს მოგებული. ჩემპიონატის...









