„მანჩესტერ იუნაიტედს” ჯეიდონ სანჩოს გადაბირებაზე ამაო წვალება მობეზრდა და ალტერნატიული ვარიანტი გამოძებნა: ხანმოკლე პერიოდით გარეთ ბეილს შესთავაზა „ოლდ ტრეფორდზე” გადასვლა. „იუნაიტედს” „რეალის” უელსელი ვეტერანის იჯარით აყვანა ერთი სეზონით სურს. ამასთან, ინგლისური კლუბი მადრიდელებს ამშვიდებს და გაისად ზაფხულზე ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გაგრძელებაზე ჰპირდება დალაპარაკებას. ბეილი 31 წლისაა. მას კონტრაქტის თანახმად „რელთან” კიდევ ორი წელიწადი აკავშირებს....
ჭდე: მანჩესტერ იუნაიტედი
პოგბა ვარჯიშზე მივიდა
პოლ პოგბამ კორონავირუსი დაამარცხა და დღეს, პარასკევს, „მანჩესტერ იუნაიტედის” საწვრთნელ ბაზაზე მივიდა. ფრანგ ნახევარმცველსა და მის მეუღლეს ზულაის covid 19 აგვისტოს ბოლოს, საფრანგეთის ნაკრების შეკრების წინ აღმოუჩინეს. ცოლ-ქმარმა პოგბებმა ავადმყოფობის პერიოდი შინ, თვითიზოლაციაში გაატარეს და ინსტაგრამზე ვაჟთან, ლაბილ შაკურთან გადაღებულ ფოტოებს დებდნენ. ახლა, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედი” ახალი სეზონისთვის უკვე გამალებულ მზადებას იწყებს, მსოფლიოს ჩემპიონს კვლავ...
ტრამპს პოპულარობის შეეშინდა
„მანჩესტერ იუნაიტედში” მეისონ გრინვუდს რამდენიმე დღის განმავლობაში მარტო ვარჯიში დაუწესეს. ასეთი იყო პირველი დღე, როდესაც 18 წლის თავდამსხმელი ნაკრების ბანაკში თავს გადახდენილი სკანდალური ამბის შემდეგ ქერინგტონის ბაზაზე დაბრუნდა. მეტიც, გრინვუდს უთხრეს, რომ სავარჯიშოდ მას მერე უნდა იაროს, რაც ოლე გუნარ სულშერი და გუნდი ბაზას დატოვებენ. შეგახსენებთ, რომ გრინვუდი და მისი მეგობარი „მანჩესტერ სიტიდან” ფილ ფოდენი...
მაგუაირი პირს რომ აღებს, იტყუებაო
საბერძნეთის პოლიცია, რომელმაც ჰარი მაგუაირი კუნძულ მიკონოსზე დააკავა, ამბობს, რომ ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის” ვარსკვლავს ისე ეპყრობოდა როგორც ერთ ჩვეულებრივ ბრიტანელს. „იუნაიტედის” კაპიტანმა კი თქვა, დაკავების დროს სამოქალაქო ფორმიანები ისე მომცვივდნენ, მეგონა ყაჩაღები მიტაცებდნენო. BBC-თვის მიცემულ ინტერვიუში მაგუაირმა ისევ გაიმეორა, რომ ჩხუბი, რომლის გამოც ის დააკავეს, იმიტომ ატყდა, რომ ორმა ალბანელმა მის დას ნარკოტიკი...
ჰარი-შარი
… ამბავი იმით დაიწყო, რომ მისი და დეიზი დაჭრეს. ჰარი მაგუაირი ბერძნულ კუნძულ მიკენოსზე ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, ევროპა ლიგის ნახევარფინალში მომავალ სევილიასთან წაგების შემდეგ გადაფრინდა. მაგუაირი მეგობრებთან ერთად ბარში ილხენდა, ბევრ ფულს ხარჯავდა ძვირფას სასმელსა და საჭმელში. მხოლოდ კიბორჩხალებში 1 200 გირვანქა გაისროლა. „ჰარი უმოწყალოდ სვამდა, თითქოს რაღაცაზე გაბრაზებული იყო. ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ და...
ყოფილი მანჩესტერელი ლუკაკუ ფინალშია!
ევროლიგის მეორე ნახევარფინალში „ინტერმა” „შახტარს” 5:0 მოუგო და ახლა, ფინალში, „სევილიას” შეხვდება. ფინალი 21 აგვისტოს არის დანიშნული. მილანელთაგან უკრაინული გუნდის კარში ორი გოლი ბელგიელმა რომელუ ლუკაკუმ გაიტანა. მანვე შეასრულა ერთი საგოლე გადაცემა, თუმცა დღეს გვინდა ყურადღება იმაზე გავამახვილოთ, რაც 27 წლის თავდამსხმელმა, მატჩის შემდეგ, თავის ყოფილ კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედზე” თქვა, რადგან „ინტერისა” და „შახტარის” მატჩზე...
გუნდი, რომელიც ნახევარფინალში მარცხდება
„მანჩესტერ იუნაიტედმა” კვლავ ნახევარფინალი წააგო. ამჟამად, ევროლიგაში, „სევილიასთან” – 1:2. ეს თამაში კიოლნში გაიმართა. სეზონის პირველი ნახევარფინალი, რომელშიც ოლე გუნარ სულშერის გუნდი დამარცხდა, ინგლისის ლიგის თასზე, თანაქალაქელ „სიტისთან” იყო (1:3; 1:0); მეორე — ასოციაციის თასზე, „ჩელსისთან”, 1:3. „სევილიასთან” შეხვედრაში ანგარიში მანჩესტერელებმა გახსნეს: ბრუნო ფერნანდეშმა მე-9 წუთზე პენალტი შეაგდო, მაგრამ 26-ე წუთზე სუსომ გაქვითა, 78-ზე კი...
მანჩესტერი დემბელეს მიადგა
მას შემდეგ რაც „მანჩესტერ იუნაიტედს“ „დორტმუნდიდან“ ჯეიდონ სანჩოს გადაბირების შანსები მინიმუმამდე შეუმცირდა, ალტერნატიული გზის ძებნას შეუდგა, რამაც ისევ ბარსელონამდე მიიყვანა. ევროპული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, „წითელი ეშმაკები“ ისევ განიხილავენ უსმან დემბელეს ვარიანტს. არის საუბარი იმაზეც, რომ ბრიტანული მხარე არაოფიციალურად უკვე შეუთანხმდა „ბარსელონას“, რომ დემბელე იჯარით აიყვანოს, გამოსყიდვის პერსპექტივით. თუმც, ჯერჯერობით, კლუბის წარმომადგენლებს თავად 23 წლის ფეხბურთელთან...
ფულს ითხოვენ და თან როგორს
„მანჩესტერ იუნაიტედს”, რომელმაც გუშინ, ევროლიგის მეოთხედფინალური შეხვედრის დამატებით დროში, ბრუნო ფერნანდეშის პენალტით „კოპენჰაგენს” 1:0 მოუგო, ჯეიდონ სანჩოს ყიდვის იმედი არ დაუკარგავს. მეორე მხრივ, ინგლისური კლუბი უკმაყოფილოა იმ თანხით, რომელსაც სანჩო ხელფასად ითხოვს. მანჩესტერელებს არც ის მოსწონთ, რომ „დორტმუნდმა” მათთან პირდაპირი მოლაპარაკება არ ისურვა და სატრანსფერო თანხაზე ვაჭრობისთვის აგენტი დანიშნა. „იუნაიტედს” სურს, რომ ბუნდესლიგის მეორეადგილოსანს ერთბაშად 70...
რაღა ძვირი იყიდოს, მანჩესტერმა?
23 წლის ინგლისელმა მეკარემ დინ ჰენდერსონმა ოლე გუნარ სულშერს გადაჭრით უთხრა, ან ძირითადში მათამაშე ან გამყიდეო. ჰენდერსონი „მანჩესტერ იუნაიტედს” კარგა ხანია იჯარით ჰყავს გასხვისებული და მან, ბოლო ორი სეზონი, „შეფილდ იუნაიტედში” შესანიშნავად ჩაატარა. ჰენდერსონს „ოლდ ტრეფორდზე” დაბრუნება და ესპანელი დავიდ დე ხეას თადარიგში ჯდომა არ უნდა. მის სასარგებლოდ მუშაობს დე ხეას უხეში შეცდომებიც. აქა-იქ უკვე...









