შონ რაიტ-ფილიპსი „მანჩესტერ იუნაიტედს” ურჩევს აღიაროს, რომ ქალაქში მთავარი გუნდი ის აღარ არის. უკვე კარგა ხანია, რაც „იუნაიტედს” უწევს „მანჩესტერ სიტის” დევნა, არადა ოდესღაც პირიქით იყო — ამპარტავანი და დიადი სერ ალექს ფერგიუსონი „სიტის” დაცინვით „ხმაურიან მეზობლებს” უწოდებდა. ათი წლის წინ, რაიტ-ფილიპსი „ქალაქელების” იმ შემადგენლობის წევრი გახლდათ, რომელმაც რობერტო მანჩინის ხელმძღვანელობით პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა...
ჭდე: მანჩესტერ იუნაიტედი
როგორც ჩანს, შვილი მიზეზია
„მანჩესტერ იუნაიტედში” დავიდ დე ხეას პოზიცია როგორც ჩანს სერიოზულად შეირყა — ოლე გუნარ სულშერმა ის შინ, ესპანეთში გაუშვა, დაისვენე და მერე დაგვიბრუნდიო. ახლა, გამოდის, რომ დე ხეას შემცვლელი დინ ჰენდერსონი გუნდის კარს მიჯრით ექვს შეხვედრაში დაიცავს. ესპანელი მეკარის შინ დაბრუნებას პირადი მიზეზიც აქვს: მისმა პოპ-ვარსკვლავმა მეგობარმა ქალმა ედურნე გარსიამ წყვილის პირველი შვილი უნდა გააჩინოს. სულშერმა...
ნისლმაც ვერ დამალა
„მანჩესტერ იუნაიტედის” ბოსი ოლე გუნარ სულშერი ალბათ კმაყოფილი დარჩა, რომ მისმა გუნდმა პრემიერლიგაში, სტუმრად უკვე 21-ე შეხვედრა არ წააგო, მაგრამ… იმავდროულად ძალიან უკმაყოფილოც იქნებოდა, რომ გაყინულ „სელჰარსტ პარკზე” ბიჭებმა მოსაწყენი ფეხბურთი აჩვენეს, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. თუ გახსოვთ, წინა ტურში „იუნაიტედმა” „ჩელსისთან” ითამაშა 0:0 და ატყდა ერთი ამბავი, რომ გუნდს, რომელსაც ჩემპიონობაზე აქვს პრეტენზია, ტოპ-ექვსეულის წარმომადგენელთა...
კვლავ სადავო პენალტის შესახებ
ოლე გუნარ სულშერმა თქვა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს” „ჩელსისთან” შეხვედრაში პენალტი ეკუთვნოდა, მაგრამ არ დაუნიშნეს, რადგან… თამაშის წინა დღეს, „ჩელსის” საიტზე დაიწერა სტატია, რომელმაც მსაჯებზე იმოქმედა. სულშერი: „სულ გარე ზემოქმედებების ბრალია. „ჩელსის” მხრიდან ასეთი სტატიის საიტზე დადება ეშმაკობა იყო. მან მსაჯებზე გავლენა იქონია”. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ნორვეგიელს სთხოვა დაეზუსტებინა, რომელ სტატიას გულისხმობდა ის. „ნახეთ „ჩელსის” საიტი და...
სუსტებს უგებს და მეორეზეა
გუშინ, „მანჩესტერ იუნაიტედმა” და „ჩელსიმ” 0:0 ითამაშეს. ეს იყო მიმდინარე სეზონში მანჩესტერელთა მეორე 0:0 დასავლეთლონდონელებთან. და ეს იყო პრემიერლიგის „დიდი ექვსეულის” მეტოქეებთან მათი ზედიზედ მეოთხე 0:0. მეტსაც გეტყვით, „დიდი ექვსეულისთვის” მანკუნიანელებს ბოლო 6 შეხვედრაში გოლი არ გაუტანიათ. ხოლო, ის ერთადერთი, რომელიც „იუნაიტედმა” ამ ზეპური ჯგუფის წევრებს გაუტანა, გულშემატკივარმა ოქტომბერში ნახა, „ტოტენჰემთან”, მაგრამ ვაი იმ გატანას...
ტუხელი ბნელ ოთახში
დღეს, საქართველოს დროით ცხრის ნახევარზე, პრემიერლიგაში, „ჩელსი” „მანჩესტერ იუნაიტედს” მასპინძლობს. „იუნაიტედი” მეორეზეა, „ჩელსი” — მეხუთეზე. მათ შორის 6 ქულაა. დასავლეთლონდონელთა გერმანელი მწვრთნელისთვის, თომას ტუხელისთვის კი ეს აგრეთვე იმ გუნდთან შეხვედრაა, რომელმაც კარიერაში ყველაზე მწარე მარცხი აწვნევინა. ლაპარაკია 2019 წლის ამბავზე. მაშინ ტუხელი ჯერ კიდევ „პარი სენ ჟერმენის” თავკაცი იყო და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში განგებამ „მანჩესტერ...
ჩელსის თბილ-თბილი ბუცები
რას არ გაიგებ! თურმე, „ჩელსის” ფეხბურთელები თამაშების წინ ბუცებს მიკროტალღურ ღუმელში ათბობენ. მიზანი: მოთამაშეებს ზამთარში ფეხებზე რომ არ შესცივდეთ და თავიდანვე სრულყოფილად ჩაერთონ შეხვედრაში. და, რაც მთავარია, თბილი ბუცი უფრო დრეკადია და მოთამაშეს ფეხზე გემრიელად ეკვრისო, ამბობენ დასავლეთლონდონელები, რომლებიც მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის ოთხეულისთვის იბრძვიან. „სანმა” გამოიკვლია, რომ მიკროტალღური ღუმელი „ჩელსის” „სტემფორდ ბრიჯის” გასახდელში უდევს და...
კაცი — უპირატესობა!
„მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ, ახლა კი ტელეექსპერტმა პოლ სქოულზმა 26 წლის ბრუნო ფერნანდეში აქო და ადიდა. გუშინ „იუნაიტედმა” „ნიუკასლს” მოუგო 3:1. უნდა ითქვას, რომ იმასთან შედარებით, რასაც ფანები მიაჩვია, ფერნანდეშმა „კაჭკაჭებთან” წყნარად ითამაშა, მაგრამ გოლის გატანა და საგოლე პასის გადაცემა მაინც მოახერხა. შედეგად, მიმდინარე სეზონში პორტუგალიელის გოლებიცა და საგოლე პასებიც უკვე ორნიშნა რიცხვით ითვლება (15 და...
სულშერი: VAR-ის ოთახში ვიღაცას ეძინა
ოლე გუნარ სულშერი იხტიბარს არ იტეხს და ამბობს, რომ „ვესტ ბრომვიჩთან” გუშინდელი 1:1-ის მიუხედავად, „მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემპიონობის რეალური კანდიდატია. არადა, ჯერ ერთი ბოლოსწინა ადგილზე მყოფ გუნდთან ორი ქულის დაკარგვა უბრალოდ არ შეიძლებოდა და მეორეც, ცოტა ძნელია ჩემპიონობისთვის ბრძოლა, როდესაც ხუთ თამაშში ცხრა ქულას ქარს ატან. „ოლდ ტრეფორდის” ნორვეგიელმა ბოსმა თქვა: „ასე ადრე დანებება გამორიცხულია. არავინ...
ფერნანდინიომ ტრაგედიაზე იღლიცინა
„მანჩესტერ იუნაიტედის” ფანები გაბრაზდნენ. „მანჩესტერ სიტის” კაპიტანმა ფერნანდინიომ მიუნხენის ტრაგედიის 63-ე წლისთავზე ღლიცინი იკადრა. ფერნანდინიო პატარა ბიჭი აღარ არის, 35 წლისაა, მაგრამ ეტყობა არის საკითხები, სადაც ასაკი მთავარი არ არის. ბრაზილიელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა თავისი ფოტო. მას ვარჯიშზე გატანილი გოლის ზეიმისას ხელები აქვს გაშლილი, თვითმფრინავს განასახიერებს. ფერნანდინიომ ეს არ იკმარა. მან მოგვიანებით დატვიტა თავისი ფოტოები,...









