ექვსწლიანი განკვეთა დასრულებულია! საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ქარიმ ბენზემა ეროვნულ გუნდში დააბრუნა. დღეს, ფრანგული და მსოფლიო პრესის ერთ-ერთი მთავარი თემა „რეალის” თავდამსხმელის მსოფლიოს ჩემპიონთა რიგებში აღდგენაა, რასაც „ეკიპი” სამშაბათსვე წინასწარმეტყველებდა. დეშამმა გამოაქვეყნა 26 კაციანი სია. მასში ჩამოწერილი ფეხბურთელები, ევროპის ჩემპიონატის წინ, უელსსა და ბულგარეთთან ამხანაგურ შეხვედრებში მიიღებენ მონაწილეობას. როგორც კი ახალმა ამბავმა მსოფლიოს ყურადღება...
