ჭდე: მამუკა ჯუღელი

Home მამუკა ჯუღელი
გიორგი მამუკას ელის…
ჩანაწერი

გიორგი მამუკას ელის…

მომავალი სეზონიდან იტალიურ სერია A-ში, შესაძლოა, კიდევ ერთი ქართველი ვიხილოთ. 22 წლის გიორგი კვერნაძე ახლა სერია B-ს ბინადარი „ფროზინონეს“ ფეხბურთელია, მაგრამ იტალიური პრესა აჭრელებულია ცნობებით იმის თაობაზე, რომ ახალი სეზონიდან ის მთავარ იტალიურ ლიგაში ითამაშებს. „დიახ, ვიცი, რომ ჩემი გადაბირებით სერია A-ს რამდენიმე გუნდია დაინტერესებული. ვკითხულობ იტალიურ პრესას და ესეც რომ არა, ჩემი აგენტისგან გავიგე...

პოლიტანოს აგენტმა კვარა გაკენწლა
ჩანაწერი

პოლიტანოს აგენტმა კვარა გაკენწლა

მატეო პოლიტანოს აგენტმა მარიო ჯიუფრედიმ ტელეკომპანია 11 Televomero-ს ეთერში, გადაცემა Il Bello del Calcio-ში თავისი კლიენტი ასე შეაქო: „ცხოვრებაში არიან ისეთები, რომლებიც გუნდიდან კვარასავით მიდიან და არიან ისეთები, რომლებიც ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, შარშან იანვარში პოლიტანომ რომ მიიღო. პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ათი დღით არაბეთში გამგზავრება და იქაურ კლუბთან „ალ შაბაბთან’’ დალაპარაკება მთხოვა. ეს კლუბი პოლიტანოს წელიწადში...

კონტემ კვარას შენარჩუნება ბრძანა
ჩანაწერი

კონტემ კვარას შენარჩუნება ბრძანა

იტალიურ პრესაში არ წყდება ლაპარაკი ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტზე. „გაძეტა დელო სპორტი’’ კვლავ „ნაპოლის’’ დირექტორის ჯოვანი მანასა და ფეხბურთელის აგენტის მამუკა ჯუღელის შეხვედრაზე წერს. გაზეთი იმეორებს, რომ მანამ გარემარბის წარმომადგენელს ბონუსებიანად წელიწადში 6 მილიონი ევრო შესთავაზა და დასძინა, რომ გასამრჯელო (საბაზისო ხელფასი პრემიების გარეშე ანუ 5 მილიონი ევრო) სეზონიდან სეზონამდე 8 მილიონამდე გაიზრდება. გავლენიანმა მილანურმა...

რა უნდა ჯუღელს?
ჩანაწერი

რა უნდა ჯუღელს?

SKY Sport-ის ინფორმაციით „ნაპოლის’’ წარმომადგენლები მილანში ხვიჩა კვარაცხელიას აგენტ მამუკა ჯუღელს შეხვდნენ. სატრანსფერო საქმეთა ექსპერტი ჯანლუკა დი მარცო კი დეტალების დაზუსტებას ცდილობს და თავის საიტზე წერს, რომ კლუბი ქართველს წელიწადში 5 მილიონ ევროს სთავაზობს, მომდევნო სეზონებში მომატების პერსპექტივით. თუმცა, „ნაპოლის’’ გეგმის მიხედვით ხვიჩას ხელფასი 8 მილიონს არასდროს გადასცდება. და როგორია ფეხბურთელის აგენტის პოზიცია? ჯუღელი მესამე-მეოთხე...

იტალიელებმა ხვიჩას კონტრაქტზე ლაპარაკს მოუხშირეს
ჩანაწერი

იტალიელებმა ხვიჩას კონტრაქტზე ლაპარაკს მოუხშირეს

ბოლო პერიოდში იტალიურ მედიაში, კერძოდ კი ნეაპოლურ საიტებზე ძალიან მოხშირდა ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტთან დაკავშირებული წერილები. იტალიელები იმეორებენ, რომ ქართველ გარემარბთან, უფრო კი მის გარემოცვასთან „ნაპოლი’’ საერთო ენას ვერ პოულობს. ამ საკითხზე სალაპარაკოდ იწვევენ ექსპერტებს, ფუნქციონერებს, ვეტერან ფეხბურთელებს. Radio Marte-სთვის მიცემულ ინტერვიუში სატრანსფერო საქმეთა ექსპერტმა ლუკა მარკეტიმ განგაშის შემცველი ტონით ილაპარაკა. მარკეტიმ თქვა, რომ კვარახელიას გარემოცვა...

ჯუღელი: ხვიჩას ბედი ნაპოლიზეა დამოკიდებული
ჩანაწერი

ჯუღელი: ხვიჩას ბედი ნაპოლიზეა დამოკიდებული

იტალიური მედიის თქმით, ნეაპოლში ამოისუნთქეს, რისი მიზეზიც ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის მამუკა ჯუღელის ინტერვიუ ყოფილა. ეს ინტერვიუ ჯუღელმა ევრო 2024-ის დღეებში, კერძოდ საქართველოს მიერ პორტუგალიის 2:0 ძლევის შემდეგ, ცნობილ რუს ჟურნალისტს ნობელ არუსტამიანს მისცა. საუბარს კვარაცხელიას მამა ბადრიც ესწრება. მოგვყავს მთავარი თემები: …ვწუხვარ თუ არა კვარა ჩემპიონთა ლიგაში რომ ვერ ითამაშებს? დიახ. ამიტომ საჭიროა გუნდმა ისევ...

ჯუღელი მილანშია
ჩანაწერი

ჯუღელი მილანშია

ნეაპოლური საიტები წერენ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი მილანშია და „აძურის” წარმომადგენლებს შეხვდება. ინფორმაციის პირველწყარო გახლავთ „სქაი იტალიას” ჟურნელისტი ჯანლუკა დი მარციო, რომელმაც ამის შესახებ პირდაპირ ეთერში ილაპარაკა. „კვარაცხელიას აგენტი მილანში ჩამოვიდა, რათა „ნაპოლის” მხარესთან მოლაპარაკებათა მეორე რაუნდი გამართოს. განხილვის თემა კონტრაქტის განახლება და ზოგადად ფეხბურთელის მომავალი იქნება”, — თქვა დი მარციომ და დასძინა,...

სქაი სპორტი: პსჟ ჯუღელს შეუთანხმდა
ჩანაწერი

სქაი სპორტი: პსჟ ჯუღელს შეუთანხმდა

იტალიურ საიტებზე ბოლო ინფორმაცია ასეთია: „პარი სენ ჟერმენი” არ ცხრება. ფრანგული კლუბი ჯიუტად ცდილობს ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებას. „სქაი სპორტის” ცნობით კი პსჟ ფეხბურთელის აგენტთან არის შეთანხმებული და მისგან პირობა აქვს მიღებული, რომ უკან არ დაიხევს. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატს სულ რამდენიმე დღეში დატოვებსო, დარწმუნებულია areanapoli, რომელიც წერს რომ ამის შემდეგ მამუკა ჯუღელი „ნაპოლის” ხელმძღვანელობას შეხვდება...

ნაპოლი: აგენტების და მამების საქმე არ არის!
ჩანაწერი

ნაპოლი: აგენტების და მამების საქმე არ არის!

„ნაპოლიმ” საჭიროდ ჩათვალა ხვიჩა კვარაცხელიას აგენტისა და მამისთვის ოფიციალური განცხადებით ეპასუხა. სერია A-ს  მეათე კლუბმა, რომელიც ჩემპიონ „ინტერს” 41 ქულით ჩამორჩა და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში კი არა, ევროპის ლიგასა და კონფერენციის ლიგაშიც ვერ ითამაშებს დაწერა: „კვარაცხელიას აგენტის მამუკა ჯუღელისა და მისი მამის ბადრის პასუხად „ნაპოლი” აცხადებს, რომ ფეხბურთელს კლუბთან კიდევ სამი წლით აქვს კონტრაქტი...

ჯუღელი: ნაპოლი ხვიჩას მეორე სახლია
ჩანაწერი

ჯუღელი: ნაპოლი ხვიჩას მეორე სახლია

ორი თამაშიღა რჩება „ნაპოლის” კოშმარული სეზონის დასრულებამდე, „ფიორენტინასა” და „ლეჩესთან”. შარშან ამ დროს ნეაპოლელი გულშემატკივარი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ სკუდეტოს ტრიუმფით მოპოვებიდან ერთი წლის შემდეგ პრობლემად ევროთასებზე გამსვლელი ადგილის მოპოვება იქცეოდა. რთული მდგომარეობიდან თავის დასაღწევად კლუბმა უკვე დაიწყო სატრანსფერო ბაზრისთვის მზაადება. იმავდროულად მიმდინარეობს მუშაობა გუნდის ახლანდელი ვარსკვლავების შესანარჩუნებლად, მათთვის კონტრაქტის გასაახლებლად. საგანგებო ადგილი უჭირავს ხვიჩა...