შეჯამების დროც დადგა. ემოცია დაცხრა, გული დამშვიდდა და ცივ გონებაზე ნანახის შეფასების საშუალებაც გაჩნდა. დავიწყოთ შედეგით. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს IX თასზე D ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა და ამით ერთი ნაბიჯი უკან გადადგა. გლობალურად ესაა მე-14 ადგილი იაპონიაში ჩასულ 20 ნაკრებ გუნდს შორის და დღევანდელი რეიტინგიც შესაბამისია – „მსოფლიო რაგბის“ მიმდინარე კლასიფიკაციაში ბორჯღალოსანთა გუნდი მე-14...
ჭდე: მამუკა გორგოძე
მომავალ შეხვედრამდე…
3 ოქტომბერს, ფიჯის ნაკრებთან საკვანძო მატჩის წაგების შემდეგ ბორჯღალოსნებს კრიტიკის სოლიდური ტალღა დაატყდათ თავს. იმსახურებდნენ კიდეც, მაგრამ ავსტრალიელებთან დასკვნით დაპირისპირებამდე დარჩენილ 8 დღეში ქართველებმა თავის ახალზელანდიელ მწვრთნელთან ერთად ამ მარცხიდან დასკვნების გამოტანა მოახერხეს და „ვოლაბებთან“ სულ სხვა გუნდი ვიხილეთ. …შიზუოკაში წვიმდა და ამ ფაქტორმა ავსტრალიელებს სწრაფი თამაშის აწყობაში ხელი შეუშალა. შეხვედრის პირველი მეოთხედი ბორჯღალოსნებმა დაცვაში...
არაფერი!
10:45 – ეს ანგარიში ძალიან დიდხანს ემახსოვრებათ ქართველ მორაგბეებსა და მათ ქომაგებს. კი ბატონო, ვიცოდით, რომ ფიჯის ნაკრებს უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა და ქართველებთან მატჩს კუნძულელები უკიდურესად მოტივირებულები შეხვდებოდნენ. ვიცოდით და ველოდით, მაგრამ რა დავუპირისპირეთ? არაფერი! ეს იყო ტოტალური შეცდომების მატჩი – სტრატეგიული, ტაქტიკური, ტექნიკური… სად იყო სარაგბო უნარები, მწვრთნელის სათამაშო გეგმა და სხვა...
გორგოძის ფასი
საქართველოს ნაკრები უკვე იაპონიაშია და მსოფლიო თასისთვის ემზადება. ამომავალი მზის ქვეყანაში გამგზავრებამდე გუნდს მამუკა გორგოძეც შეუერთდა, ვინც წინა დღეს საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში მიიღო მონაწილეობა. მისმა „ტულონმა“ „ლიონს“ უმასპინძლა და 6:20 დამარცხდა. საინტერესოა, რომ გორგოძე მოედანზე 56-ე წუთამდე იყო და როცა ის მინდვრიდან გავიდა ტულონელები 6:3 იგებდნენ. ამ მარცხმა „ტულონი“ ცხრილის მე-11 საფეხურამდე ჩამოაქვეითა, ხოლო „ლიონი“...
სასტარტოში სამი სხვაა
6 სექტემბერს, 22:30-ზე ედინბურგის „მარიფილდზე“ დაიწყება ტესტ-მატჩი შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებთა შორის. მილტონ ჰეიგმა დაასახელა 23-კაციანი რაზმი, რომელიც ამ შეხვედრაში ჩვენი ქვეყნის ღირსებას დაიცავს. წინა შაბათის სასტარტო შემადგენლობასთან შედარებით სამი სიახლეა: მესამე ხაზში ოთია გიორგაძის ადგილს შალვა სუთიაშვილი დაიკავებს, ხოლო ამ უკანასკნელის ნაცვლად მეორე ხაზში გიორგი ნემსაძე დადგება; მესამე ხაზში მეორე ფლანკერად სასტარტოში კოკი თხილაიშვილი...
მსოფლიოს საქართველო
მილტონ ჰეიგმა საქართველოს ნაკრების 31-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ეს ის 31 ბორჯღალოსანია, რომლებიც იაპონიაში გასამართ მსოფლიო თასზე ჩვენი ქვეყნის ღირსებას დაიცავს. ნაკრებში რომ მწვავე კონკურენცია იყო, იქიდანაც ჩანს, რომ გუნდს მიღმა აღმოჩნდა მრავალნაცადი მარცხენა ბურჯი კარლენ ასიეშვილი, რომელმაც შოტლანდიასთან წაგებულ მატჩში ქართველთა ერთადერთი ლელო მიითვალა. ასევე ვერ მიდიან იაპონიაში კვაჭი გიორგი ჭყოიძე და გარემარბი გიორგი აფციაური,...
მამუკა გორგოძემ სეზონი 2 ლელოთი გახსნა
ვიდრე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასისთვის ემზადება, ნაკრებს მიღმა მყოფ ლეგიონერთათვის ახალი საკლუბო სეზონი დაიწყო. კერძოდ, საფრანგეთის ტოპ 14 დაიწყო და თან როგორ! ბორჯღალოსნების ექს-კაპიტანმა მამუკა გორგოძემ აჟენში ორი ლელო გაიტანა და თავის „ტულონს“ გასვლითი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა – 44:25. მართალია, ამ მატჩის დებიუტში „აჟენი“ 3:0 დაწინაურდა, მაგრამ ცენტრიდან ტულონელთა მიერ თამაშში შეყვანილი ბურთის მიღებისას...
ქართველები ტოპში
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასისთვის მზადებას რამდენიმე დღეში შეუდგება, მანამდე კი მისი კანდიდატები და სხვა ქართველი მორაგბეები შვებულებაში არიან, ისვენებენ და საკლუბო საქმეებს აგვარებენ. ამასობაში უამრავი ტრანსფერი გაკეთდა, რომელთაგან ერთ-ერთი აშკარად გამოირჩევა. ბექა გიგაშვილის ფრანგული კარიერა კალეიდოსკოპური სისწრაფით ვითარდება. რუსეთის ჩემპიონატიდან საფრანგეთის ფედერალ 1-ში გადასულმა არცთუ ნორჩმა ბურჯმა თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა და პრო D2-ის „გრენობლს“...
მამუკა გორგოძე: არ მინდა წაგებული წავიდე
მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, წლეულს ჩვენმა სარაგბო ნაკრებმა რუმინეთთან წააგო და „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა, ხოლო მაისის დასაწყისში მოწმენდილ ცაზე მეხივით გავარდა: მამუკა გორგოძე ნაკრებიდან წავიდა! საქართველოს რაგბის კავშირის საიტზე გამოქვეყნდა ინტერვიუ კაპიტანთან, სადაც მამუკა ამბობს: „არ მინდოდა, გამოსათხოვარი მატჩი მეთამაშა. ძალიან ბევრი დიდი მორაგბე ისე წავიდა ჩვენი ნაკრებიდან, რომ გამოსათხოვარი მატჩი არ ჰქონია...








