„ნაპოლი” „ვერონასთან” 0:3 დამარცხდა, რასაც ანტონიო კონტეს გუნდის გულშემატკივართათვის ცივი შხაპის ეფექტი ჰქონდა. იტალიური საიტები მიზეზების ძებნაში არიან და წერენ, რომ კლუბმა ახალ მწვრთნელს თავდამსხმელი არ უყიდა — ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლიში” ირიცხება, მაგრამ არ თამაშობს, რომელუ ლუკაკუს გადმობირებას კი არ დაადგა საშველი. პრეს-კონფერენციაზე კონტემ ოსიმენთან დაკავშირებულ კითხვაზე ჟურნლისტი კლუბის ხელმძღვანელობისკენ გადაამისამართა, დაე მათ გიპასუხონ ნიგერიელი...
