„არსენალის” ლეგენდარული მწვრთნელი არსენ ვენგერი ლორან კოსიელნისა და ჩრდილოლონდონური კლუბის კონფლიქტით გაკვირვებულია. კოსიელნი „მეთოფეებს” აშშ-ში, სეზონისწინა შეკრებაზე არ გაჰყვა და გაფიცვით ცდილობს კლუბი მის საფრანგეთში გაყიდვაზე დაიყოლიოს. 33 წლის მცველის შეძენა მისი მშობლიური ქვეყნიდან „რენსა” და „ბორდოს” უნდა. არადა, „არსენალთან” ფრანგს იურიდიულად კიდევ ერთი წელიწადი აკავშირებს. „მეთოფეები”, რომელთაც გუშინ, ლოს ანჯელესში, „ბაიერნს” 2:1 მოუგეს, კოსიელნის...
