ძალა ერთობაშია. სანამ ლიგის რაგბის მსოფლიო თასზე დიდი ბრიტანეთი ერთიანი ნაკრებით გამოდიოდა, იგი გახლდათ ცამეტკაცას ჰეგემონ ავსტრალიის მთავარი თავსატკივარი, სამგზის ჩემპიონობით (1954, 1960, 1972) და ოთხგზის ფინალში გასვლით (1957, 1970, 1977, 1989–92). 1995 წლიდან რაგბი-ფეხბურთის ლიგის (RFL) მესვეურებმა დაასკვნეს, ინგლისი, შოტლანდია და უელსი ამას იქით მსოფლიო თასებზე ცალკე გუნდებად შევუშვათო და ნაწილებმა მთელი უკვე [...]
ჭდე: ლიგის რაგბი
ვალენტინობა
ცამეტკაცა რაგბში იღბლის ბორბალი თხუთმეტკაცაზე ჩქარა ტრიალებს. ამ უკანასკნელში, თამაშის დამთავრებამდე 7 წუთით ადრე, ინგლისი რომ ტონგას 24:0-ს უგებდეს (3 ლელო + 3 გარდასახვა + ჯარიმა) და მატჩის მოგება სათუო გაუხდეს – უტოპიაა. ოკლენდში კი, ლიგის რაგბის მსოფლიო თასის ნახევარფინალში გასულმა ალბიონელებმა ნაკრების ისტორიაში ალბათ ყველაზე სათაკილო 7 წუთი ჩაატარეს და მხოლოდ ხსენებულ ბორბალს თუ [...]
სამოური ფახა-ფუხი
მიყივლა ენამ და ახალი ზელანდია, ფიჯისთან 2:4 წაგების შემდეგ, ლიგის რაგბის მსოფლიო თასის მეოთხედფინალიდან გამოვარდა. რაგბში ფეხბურთის ანგარიში ძვირად თუ დაჯდება და უფრო ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გუნდების დაპირისპირებისას ამოტივტივდება. ეს ფეხმარდი სამხრეთელები რამ გააშეშა, ვერ გეტყვით, ალბათ, ზელანდიელთაგან თვითშეფასების დეფიციტმა და “ფიჯი ბატის” (მელანეზიელთა ნიკია) მხრიდან გამარჯვების მომეტებულმა წყურვილმა, რომელიც ხშირად დათვურ სამსახურს უწევს მოთამაშეებს. ტონგასთან [...]
კივებს ჩაუნისკარტეს
10-12 ნოემბრის შვიდი თამაშით დასრულდა ცამეტკაცას მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპი. ნერვულ და შეცდომებით გაჯერებულ თამაშში ფიჯიმ იტალიას მოუგო (38:10), ირლანდიამ უელსთან კელტურ დერბიშიღა გამოაჩინა ბრჭყალები (34:6), მაგრამ ჯგუფში მაინც ჩარჩა, ხოლო “ბერლოუ პარკზე” (ქენზი, ქუინზლენდი, ახალი ზელანდია) პატარა დიდი დრამა გათამაშდა. პატარა, რადგან B-ჯგუფის ორმა მაჩანჩალამ ითამაშა, ხოლო დიდი იმიტომ, რომ მოულოდნელად საინტერესო მატჩის საყაიმო [...]
გერი, ცამეტკაცა…
გახურდა ცამეტკაცას, იგივე ლიგის რაგბის მსოფლიო თასი სამხრეთ ნახევარსფეროში და “სარბიელსაც” თემის გაშუქება მართებს. 2005-06 წლებში, სხვათა შორის, თხუთმეტკაცას განაყოფს ქართველებიც მიეძალნენ: შემუსრეს ჰოლანდია (34:14) და სერბეთი (44:12), დამაჯერებლად წააგეს რუსეთთან (14:48) და შანსი არ ჰქონიათ საფრანგეთთან (0:60), რის შემდეგაც 2008 წლის მსოფლიო თასის პირველ წრეში გაამწარეს კვლავ სერბეთი (45:10) და ჰოლანდია (57:16). შემდეგ კი [...]




