სანაკრებო პერიოდის გათვალისწინებით, წამყვან მოთამაშეთა დეფიციტი საფრანგეთის ტოპ 14-შიც აღინიშნა. ამის გამო იყო, რომ მე-10 ტურში მხოლოდ 7-მა ქართველმა მიიღო მონაწილეობა. „ლა როშელმა“ აწ უკვე ყოფილი ლიდერი „ბორდო“ მარტივად – 26:3 დაამარცხა, რომლის სასტარტო შემადგენლობაშიც ლექსო ყაულაშვილი იყო. ქართველმა ბურჯმა 45-ე წუთამდე ითამაშა. „პომ“ „ბიარიცი“ 33:21 დაამარცხა. სტუმრებში გიორგი ნუცუბიძე შეცვლაზე 67-ე წუთზე შევიდა, ხოლო...
ჭდე: ლექსო ყაულაშვილი
22 ქართული ქულა
საფრანგეთის უძლიერესი სარაგბო ლიგის მორიგი ტური ერთობ ბარაქიანი გამოდგა ქართველი მორაგბეებისთვის. ჩვენებურთა მონაგარმა 22 ქულა შეადგინა და 22-ვე ქულა ერთ მატჩში გაკეთდა. „კასტრმა“ „ბრივს“ უმასპინძლა და უაღრესად დრამატულ ბრძოლაში 23:22 დაამარცხა. 28-ე წუთზე მასპინძელთა ბორჯღალოსანმა ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ჩვეულ სტილში, ბურთის რაქიდან ატაცებითა და მეტოქის ჩათვლის მოედანზე დამიწებით სეზონში თავისი პირველი ლელო გაიტანა. ამასობაში კი...
ბექა საღინაძე ტურის სიმბოლურშია
ავტორიტეტულმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ ტოპ 14-ის ტურის ტრდიციული სიმბოლური ნაკრები შეადგინა და მასში ბექა საღინაძე შეიყვანა. „ლიონის“ მესამეხაზელმა ჩემპიონი „ტულუზის“ ძლევაში სოლიდური წვლილი შეიტანა – თავისი გუნდის პირველი ლელო გაიტანა. 22 წლის ბორჯღალოსანმა მთელი მატჩი ძალზე შთამბეჭდავად და საიმედოდ ჩაატარა და სიმბოლურში მისი მოხვედრა აბსოლუტურად დამსახურებულია. ბექა საღინაძე მეხუთე ქართველია, რომელიც მიმდინარე სეზონში...
ვასო სიმბოლურში
სახელოვანი არგენტინელი მწვრთნელი გონსალო კესადა არ შეცდა, როცა თავისი გუნდის, „სტად ფრანსეს“ სასტარტო შემადგენლობაში ქართველ ბურჯთა წყვილი განაწესა. მსოფლიოს ერთ-ერთმა უძველესმა და უმდიდრესმა კლუბმა სეზონი საზიზღრად დაიწყო: სასტარტო 5 მატჩიდან ერთადერთი მოიგო და ტოპ 14-ის ბოლო ადგილზე დაფუძნდა. თუმცა, გასულ კვირა-დღეს, „კლერმონთან“ შეხვედრაში სულ სხვა სურათი დავინახეთ (22:14) და ამ გაბრწყინებაში გიორგი მელიქიძისა და ვასილ...
რიგითი ტური ტოპ 14-ში
ტოპ 14-ის მე-5 ტურში 15-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა, არადა განაცხადებში ერთით მეტი ჩვენებური იყო. საქმე ისაა, რომ „ლიონის“ დამრიგებელმა პიერ მინიონიმ ვერ გარისკა ნორჩი დავით ნინიაშვილის ჩართვა „ბორდოსთან“ ურთულეს საშინაო მატჩში, რომელიც მაპინძელმა ლიონელებმა საბოლოოდ მაინც დათმეს (15:20) და ბონუს-ქულასღა დასჯერდნენ. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში ლექსო ყაულაშვილი იყო, რომელმაც 58 წუთი ითამაშა. „ბრივმა“ აუტსაიდერ „სტად...
ყაულაშვილი ტურის სიმბოლურშია
წამყვანმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ ტოპ 14-ის მეორე ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. პირველი ტურის შემდეგ ხსენებულმა გამოცემამ საუკეთესო თხუთმეტეულში ორი ბორჯღალოსანი შეიყვანა – „ტულონის“ ბურჯი ბექა გიგაშვილი და „ბიარიცის“ მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია. გასული შაბათ-კვირის მიხედვით კი „მიდი ოლიმპიკმა“ „ბორდოსა“ და საქართველოს ნაკრების ბურჯი ლექსო ყაულაშვილი გამოარჩია. ლექსომ მეორე ტურში „სტად ფრანსესთან“ 37:10 მოგებული მატჩის...
ქართველთა იმედისმომცემი სტარტი ტოპ 14-ში
საფრანგეთის ტოპ 14-ის 2021-2022 წლების სეზონი ქართველთათვის ერთობ დამაიმედებლად დაიწყო. სასტარტო ტურის 7 მატჩში ჩვენი ნაკრების 16-მა ყოფილმა, მოქმედმა თუ მომავალმა წევრმა მიიღო მონაწილეობა! ეს კი არა, ამ 16-დან ცხრა კაცი თავისი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო, ხოლო ამათგან სამმა სულაც შეუცვლელად ითამაშა! ჰოდა, თუ მეხსიერება არ მღალატობს, ყველა ზემოთმოყვანილი რიცხვი სარეკორდო და უპრეცედენტოა ქართული სარაგბო...
4 ქართველი ტოპ 14-ში
საფრანგეთის მეორე ელიტური ლიგის, პრო დ2-ის ფინალისტმა „ბიარიცმა“ უდრამატულეს მატჩში ტოპ 14-ში ბოლოსწინა ადგილზე გასული „ბაიონი“ დაამარცხა და მრავალწლიანი პაუზის შემდეგ საფრანგეთის მთავარ სარაგბო ლიგაში დაბრუნდა. „ბიარიცი“ უდიდესი ტრადიციების კლუბია, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონიც ყოფილა და ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელიც. მაგრამ ბოლო წლებში ბასკური კლუბი ფინანსურ და მასთან ერთად სპორტულ კრიზისში იმყოფებოდა. ეს გრძელდებოდა იმ დრომდე,...
დუდუ და პერპინიანი
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის პირველ ელიტურ დივიზიონ ტოპ 14-ში რეგულარული სეზონი დასრულდა, ხოლო პრო დ2-ში ჩემპიონი გამოვლინდა. რეგულარული „ტულუზმა“ მოიგო, ხოლო მეორეზე „ლა როშელი“ გავიდა – პარალელურად ჩემპიონთა თასის მფლობელი და ფინალისტი. ცნობისთვის, ესენი იმ იშვიათ ფრანგულ კლუბთაგანნი არიან, რომლებშიც არცერთი ქართველი მორაგბე არ ირიცხება და პლეი-ოფში მეორე წრიდანაც სწორედ ეს გუნდები ჩაებმებიან. პლეი-ოფის პირველ წრეში...
ლობჟანიძემ ლელო ტოპ 14-შიც დადო
საფრანგეთის ტოპ 14-ში მე-15 ტურის შემდეგ ლიდერი შეიცვალა. „ბორდომ“ თავის მთავარ კონკურენტ „ლიონს“ კომფორტულად, 37:19 სძლია, ბონუსიანად 5 ქულა გამოიმუშავა და ცხრილის კენწეროში მოექცა. ახალგამომცხვარი ლიდერის შემადგენლობაში ამჯერად მხოლოდ ერთმა ქართველმა ითამაშა: ლექსო ყაულაშვილი მინდორზე 49-ე წუთზე გავიდა, მაგრამ 25 წუთში თამაშიდან ტრავმის გამო გამოვიდა. საპლეიოფო ექვსეულში იმყოფება „ტულონი“, რომელმაც „ბრივი“ 34:17 დაამარცხა. ტულონელთა შორის...









