ჭდე: რობერტ ლევანდოვსკი

Home რობერტ ლევანდოვსკი
რას გადაწყვეტს ლევანდოვსკი ?
ჩანაწერი

რას გადაწყვეტს ლევანდოვსკი ?

პოლონელი თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის აგენტი, კვლავ აგრძელებს „ბარსელონას“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას, თუმცა… ესპანურ კლუბს ჯერ არ მიუმართავს „ბაიერნისთვის“ ოფიციალური წინადადებით 33 წლის მოთამაშის თაობაზე. ამასთან, რობერტის აგენტი ჯერ მიუნხენური კლუბის დირექტორატს უნდა შეხვდეს და გაარკვიოს, იტოვებენ თუ არა შემტევს. ჯერჯერობით მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივებაზე არ შეთანხმებულან. ლევანდოვსკიმ კარგად იცის „ბარსელონას“ მისადმი ინტერესის შესახებ, მაგრამ ისიც მიუნხენელების ვერდიქტს...

პოლონელები ომს სხვებზე მეტად ვგრძნობთ
ჩანაწერი

პოლონელები ომს სხვებზე მეტად ვგრძნობთ

რობერტ ლევანდოვსკიმ ომის გარშემო ისაუბრა. „ბაიერნის“ სუპერთავდამსხმელი მოხარულია, რომ პოლონეთმა ღიად დაუჭირა მხარი ომის შეწყვეტას და მკაფიოდ გამოხატა სოლიდარობა უკრაინის მიმართ. „ახლა ნებისმიერი სახის დახმარება მნიშვნელოვანია. ჩემთან მოდიან უცხო ადამიანები და მეუბნებიან, რომ პოლონელები ღირსეულად იქცევიან, რაც მახარებს. ჩვენი ინიციატივა იყო, რომ რუსეთის ნაკრებთან არ გვეთამაშა და ეს გააზრებულად გამოვაცხადეთ. სხვა გზა არ გვქონდა. …...

4 ქულა… აზრი?
ჩანაწერი

4 ქულა… აზრი?

„დორტმუნდმა“ „მაინცს“ სტუმრად 1:0 მოუგო და 4 ქულითღა ჩამორჩება ბუნდესლიგის ლიდერ მიუნხენის „ბაიერნს“. აქსელ ვიტცელმა 87-ე წუთზე გატანილი გოლით დააბრუნა ინტრიგა გერმანიის ჩემპიონატში. თან, გუნდებს ერთმანეთში სათამაშო აქვთ, მიუნხენშია დარჩენილი ეს მატჩი, სულ კი ბუნდესლიგაში 8 ტური დარჩა. მაგრამ, ვითომ ნამდვილად დაბრუნდა ინტრიგა? ქულებით თითქოს დიახ, მაგრამ რეალურად არის კი „დორტმუნდი“ „ბაიერნის“ შემჩერებელი ამ ეტაპზე?...

ბაიერნმა პსჟ გაიმეორა
ჩანაწერი

ბაიერნმა პსჟ გაიმეორა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში მიუნხენის “ბაიერნმა” ლისაბონის “ბენფიკა” 5:2 გაანადგურა. აბა, გამოიცანით, ვინ შეასრულა ჰეთ-თრიქი? რა თქმა უნდა, ლევანდოვსკიმ, რომელსაც თითო გოლით გნაბრი და სანე “წაეხმარნენ”. ჯამურად ამ ოთხ შეხვედრაში გერმანელებმა 17 გოლი გაიტანეს და საკუთარ კარში მხოლოდ 2 მიიღეს. ამით “ბაიერნმა” ფრანგული პსჟ-ის რეკორდი გაიმეორა. პარიზელებმა სალიგო ოთხ შეხვედრაში 17 გოლი 2017/2018...

მესის ცუდი მოგონება
ჩანაწერი

მესის ცუდი მოგონება

„ბარსელონასთან“ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ლეო მესის 2020 წელი არც თუ კარგად დაამახსოვრდება. ეს სეზონი მისთვის ერთ-ერთი ყველაზე უარესი გამოდგა. ჯერ კიდევ „ბარსელონას“ ფორვარდმა 2020 წელს კატალონიური კლუბის მაისურით 26 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 16 გოლი შეაგდო. აქედან ოთხი „ეიბარს“ გაუტანა, სამი კი პენალტით შეაგდო. შედარებისთვის, ტურინის „იუვენტუსის“ პორტუგალიელმა შემტევმა კრიშტიანუ რონალდუმ 2020 წელს 25 მატჩში...

მესის და რონალდუს შუაში რუდი ჩაუდგა
ჩანაწერი

მესის და რონალდუს შუაში რუდი ჩაუდგა

ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული მატჩებისა და გატანილი გოლების რაოდენობით დადგენილია, რომ საუკეთესო მაჩვენებელი არგენტინელ ლიონელ მესის აქვს. „ბარსელონას“ შემტევს 141 მატჩი აქვს ჩატარებული და 114 გოლი გაიტანა. ეს კი, საშუალოდ მატჩში 0.81 გოლს უდრის. მეორე ადგილზე ვინ გგონიათ? კრიშტიანუ რონალდუ? არა, ბატონები – მესის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი რუუდ ვან ნისტერლოი გახლავთ. ნიდერლანდელმა...

ლევანდოვსკიც? ვერ მოგართვით
ჩანაწერი

ლევანდოვსკიც? ვერ მოგართვით

მას მერე, რაც მათს ჰუმელსი „დორტმუნდში“ დაბრუნდა, ქომაგებმა იფიქრეს, ეგებ „ბაიერნის“ გაახალგაზრდავების პოლიტიკით ვისარგებლოთ და ხელი რობერტ ლევანდოვსკისაც გამოვკრათო, მაგრამ ნურას უკაცრავად, პოლონელი „რეკორდმაისტერისთვის“ საჭირო ფეხბურთელია და ის მიუნხენში რჩება. 30 წლის თავდამსხმელს „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2 წლის თავზე ეწურებოდა, თუმც გაგრძელებას დათანხმდა და შეეცდება გერმანიის უტიტულოვანესი კლუბისთვის კიდევ გაიტანოს. ლევანდოვსკი „ბაიერნში“ სწორედ „დორტმუნდიდან“ 2014 წელს...