ჭდე: ლაიჰონ ჩანი

Home ლაიჰონ ჩანი
მამარდას ხელფასს უხდიან?
ჩანაწერი

მამარდას ხელფასს უხდიან?

ორშაბათს „ხეტაფესთან” დამარცხების შემდეგ გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” ცხრილში მე-19 ადგილზეა და 1986 წლის შემდეგ პირველად პრიმერა დივიზიონიდან გავარდნის საშიშროების წინაშე დგას. ცნობილი ამბავია, რომ ამაში გულშემატკივრები კლუბის სინგაპურელ მეპატრონეს, პიტერ ლიმს ადანაშაულებენ. ორი კვირის წინ, „ბილბაოსთან” შეხვედრის პირველი ოცი წუთის განმავლობაში „მესტალიას” ტრიბუნები ფაქტობრივად ცარიელი იყო, რადგან ქომაგებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს და სტადიონის გარეთ იდგნენ. [...]

ვორო პიპომ შეცვალა — მამარდას ახალი მწვრთნელი ჰყავს
ჩანაწერი

ვორო პიპომ შეცვალა — მამარდას ახალი მწვრთნელი ჰყავს

წილი ნაყარია. გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას” ახალი მწვრთნელი ჰყავს — 47 წლის რუბენ ბარახა. ის 2000-2010 წლებში „ღამურების” ცენტრალური ნახევარმცველი იყო. საოცარია, რომ ძალიან ცოტა ხნის წინ კლუბის მეპატრონემ პიტერ ლიმმა და პრეზიდენტმა ლაიჰონ ჩანმა ჯენარო გატუზოს გაშვების შემდეგ მხსნელად დიდი ხმაურით მოიყვანეს ვორო, რომელსაც თითქოსდა სეზონის ბოლომდე დაუთმეს ასპარეზი, მაგრამ სინგაპურელებს თვალის დახამხამებაში შეეცვალათ გუნებ-განწყობა [...]

კავანი მესტალიაზე მხსნელად ჩამოვიდა
ჩანაწერი

კავანი მესტალიაზე მხსნელად ჩამოვიდა

„ვალენსიამ” წააგო, მაგრამ „მესტალია” ზეიმობდა — „ღამურებმა” 2024 წლამდე ედინსონ კავანი შეიძინეს. „ატლეტიკოსთან” დამარცხება გულსატკენი იყო,  გულშემატკივარი ტრიბუნებს მსაჯზე გაბრაზებული ტოვებდა, მაგრამ შინ იმედის განცდაც მიჰყვებოდა — მიმდინარე სეზონმა მათ შესაძლოა დიდი სიამოვნება მიანიჭოთ, რადგან დეკადის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი შეიძინეს. „მესტალიასა” და კავანის შორის მხურვალე ურთიერთობა იმ წუთიდან ჩამოყალიბდა, როდესაც ურუგვაელი ვალენსიის აეროპორტში დაეშვა. ფანებს [...]