ესპანეთის სუპერთასის ფინალში, რომელიც საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გაიმართა, „ბარსელონამ“ მადრიდის „რეალს“ 3:1 მოუგო და პრიზს დაეუფლა. კატალონიელთა 18 წლის ნახევარმცველმა, გავიმ, ერთი ბურთი თავად შეაგდო, ორიც პარტნიორებს გაატანინა. ამისდაკვალად, გავი პირველი ფეხბურთელი გახდა 1974 წლის შემდეგ, რომელმაც „კლასიკოში“ „1+2“ შეასრულა. მანამდე ასეთი რამ 49 წლის წინათ იოჰან კრუიფს მოეხერხებინა – ამას ბარსელონას ოფიციალური ვებ-გვერდი...
ჭდე: კრუიფი
ცოტა-ცოტა ფეხბურთზე ახალი წლის დღეებში
ჩვენ რომ ტრონჰეიმში ვცხოვრობდეთ, ახლა წითელი ბურთით ვირბენდით დათოვლილ მოედანზე და მადრიდის „რეალს“ დავამარცხებდით, მაგრამ განა ჩვენ ნორვეგიელები ვართ? არა, ჩვენ არა ვართ ნორვეგიელები. თუნდაც იმიტომ, რომ ისინი უკვე მეორედ არიან მსოფლიოს ჩემპიონატზე. ეგილ ოლსენმა წესად შემოიღო, რომ თავისი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანოს ხოლმე. ნორვეგია – თოვლის ქვეყანაა, სადაც ბურთს ზაფხულში თუ გააგორებ მიწაზე, თორემ...
ვითომ ჯორდი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
ევრო 96-ზე მოთამაშე პატარა კრუიფს რომ ჰკითხეს, ზურგზე გვარი რატომ არ გაწერიაო, მან მედიდურად მიუგო: სირცხვილია ჰოლანდიის ნაკრებში ვინმეს ეწეროს ეს გვარი და არ ამძიმებდეს, ამიტომაც ჩემი ჯორდი მირჩევნიაო. გამოხდა ხანი და პატარა კრუიფი „მანჩესტერ იუნაიტედში“ ვიხილეთ. ზურგზე მამისეული №14 დაუკრავს და გვარსაც აღარ მორიდებია, კრუიფი მოურგია, იფიქრებთ, დიადი გვარი და ნომერი ამძიმებსო. მაგრამ საქმე...
ეს არის ის?
„პირველად მას ელ პრატზე, „ნაიკის“ მაღაზიაში, მამასთან ერთად შევხვდი. პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ მასზე უკვე ბევრი რამ მსმენოდა. ჩემი ყურადღება მაშინვე მიიქცია, როცა „ბარსელონაში“ ახალი მისული ვიყავი. მეუბნებოდნენ, რომ ის თავის გუნდში გამორჩეული იყო. შევხედე ამ ტანმორჩილ და მორცხვ ბიჭს და ჩემს თავს ვკითხე: „ეს არის ის, ვისზეც მეუბნებიან?”-ასე იხსენებს პეპ გვარდიოლა ლიონელ მესისთან პირველ...



