იაპონიაში უმაყურებლებოდ მიმდინარე ივლისის ბაშოზე კარგად მისდის საქმეები ლევან გორგაძეს. პრინციპში, ეს მოსალოდნელიც იყო. ტოჩინოშინად მონათლული ქართველი მხოლოდ მე-11 მაეგაშირას სტატუსით ასპარეზობს და, შესაბამისად, მეტოქეებიც შედარებით სუსტი ჰყავს. ლევანი ტრავმებმა გატანჯეს, თორემ ოსტატობა არსად გამქრალა, რაც ტურნირის მე-9 დღესაც დაადასტურა. მისმა მეტოქე ისიურამ ილეთის ჩატარება სცადა, მაგრამ ქართველმა იაპონელის ქამარი მოიხელთა და წრიდანაც გადგა. ტოჩინოშინს...
