ჭდე: კლუბთა მსოფლიო თასი

Home კლუბთა მსოფლიო თასი
კარში დააბრუნეთ კეპა!
ჩანაწერი

კარში დააბრუნეთ კეპა!

კლუბთა მსოფლიო თასის ნახევარფინალში „ჩელსიმ“ საუდის არაბეთის გუნდ „ალ ჰაილის“ 1:0 მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც 12 თებერვალს „პალმეირასს“ შეხვდება — ბრაზილიელებმა 2:0 სძლიეს ეგვიპტის „ალ აჰლის“. კაცმა რომ თქვას, ის, რომ ლონდონელები მეტოქეს დაამარცხებდნენ მოულოდნელი არ ყოფილა, როგორც ის, რომ იოლი გასეირნებაც არ ექნებოდათ. სწორედ ამიტომ მიიპყრო საყოველთაო ყურადღება „ლურჯების“ ბასკმა მეკარემ კეპა არისაბალაგამ,...

ბაიერნს პაVARმა მოაგებინა
ჩანაწერი

ბაიერნს პაVARმა მოაგებინა

ეს სათაური ჩვენი არ არის, გერმანული „შპორტბილიდისაა”, რომელმაც ამ ხერხით იმთავითვე აუწყა მკითხველს, რომ ჯერ ერთი „ბაიერნისა” და მექსიკური „ტიგრესის” ფინალური შეხვედრის ერთადერთი გოლი 24 წლის ბენჟანიმ პავარმა გაიტანა და მეორე, გოლს VAR-ზე დასჭირდა გადამოწმება, ამდენად საეჭვო იყო. მაშ ასე, მსოფლიოს უძლიერესმა კლუბმა, „ბაიერნმა”, მიჯრით მეექვსე დიდი ტიტული მოიგო: ბუნდესლიგის ჩემპიონობა (27 ივნისი, 2020); გერმანიის...

ლივერპულმა ყატარში მსოფლიო დაიპყრო! (VIDEO)
ჩანაწერი

ლივერპულმა ყატარში მსოფლიო დაიპყრო! (VIDEO)

იურგენ კლოპმა გულწრფელად თქვა, რომ ყატარში, კლუბთა მსოფლიო თასის ფინალში, სანამ მისი „ლივერპული” ბრაზილიურ „ფლამენგოს” ბრაზილიელი რობერტო ფირმინოს მიერ 99-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0-ს მოუგებდა, ნერვილულობისგან თავისი დაემართა. ეს გახლდათ „ლივერპულის” მეოთხე მცდელობა დაუფლებოდა კლუბთა მსოფლიო თასს, რომელსაც ხან საკონტინენტთაშორისო ერქვა და ხანაც სხვა რამ. იცვლებოდა შეჯიბრების ფორმატიც, თუმცა ევროპიდან მასში როგორც წესი ჩემპიონთა თასის...

კლოპმა მონტერეის მწვრთნელს ენა გამოუყო (VIDEO)
ჩანაწერი

კლოპმა მონტერეის მწვრთნელს ენა გამოუყო (VIDEO)

ლამაზი თამაში გამოდგა კლუბთა მსოფლიო თასის ნახევარფინალი მექსიკურ „მონტერეისა” და „ლივერპულს” შორის. „ლივერპულმა” მსაჯის დამატებულ წუთზე გატანილი გოლის წყალობით მოიგო 2:1. ანგარიში მერსისაიდელებმა გახსნენს. ეს მოჰამედ სალაჰის სხარტი პასით მე-12 წუთზე ნაბი კეიტამ შეძლო, მაგრამ მექსიკელებმა ორ წუთში გაქვითეს — წონასწორობა ფუნიეს მორიმ აღადგინა. ამის შემდეგ, ამერიკულმა გუნდმა ევროპულს ტოლი არ დაუდო. იყო მონაკვეთები, როდესაც...

პრემიერლიგის ჩინოვნიკები არსენალს ქომაგობდნენო
ჩანაწერი

პრემიერლიგის ჩინოვნიკები არსენალს ქომაგობდნენო

„ლივერპულმა” და „არსენალმა” ლიგის ანუ კარაბაოს თასზე ინგლისური შოუ მოაწყვეს: თავიდან „მეთოფეებმა” თავიანთ კარში შეაგდეს, მაგრამ ძალა მოიკრიბეს და სამი გაიტანეს. პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა პენალტით შეამცირეს სხვაობა. შესვენების შემდეგ ისევ ჩრდილოლონდონელებმა გაიტანეს, რასაც „ლივერპულმა” ორით უპასუხა. ამას კვლავ სტუმართა გოლი მოჰყვა, მაგრამ მსაჯის მეოთხე წამატებულ წუთზე ორიჯიმ მაინც შეაგდო და შეხვედრა დასრულდა 5:5. პენალტებში...

ჩანაწერი

MVP – ხენტო პაპის გასახარად!

კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის ყველაზე ფასეულ მოთამაშედ (MVP) „რეალის” 23 წლის ნახევარმცველი მარკოს ლორენტე დაასახელეს. ლორენტე მადრიდშია დაბადებული. ის 2008 წელს, 13 წლისა შეუერთდა „რეალის” ბავშვთა სკოლას. მარკოს ლორენტე მადრიდელთა ლეგენდარული გარემარბის ფრანსისკო (პაკო) ხენტოს დის შვილიშვილია. მამამისი ფრანსისკო ლორენტე ხენტო ასევე გარემარბი გახლდათ. ის თამაშობდა „ატლეტიკოში”, „რეალსა” და „კომპოსტელაში”. ყველაზე მეტი შეხვედრა (106) „რეალის”...

ჩანაწერი

„რეალი” მეშვიდედ! ანუ მადლობა ზიდანს

„რეალმა” აბუ დაბიში, კლუბთა მსოფლიო თასის ფინალში „ალ აინი” 4:1 დაამარცხა და მეშვიდედ დაეუფლა მსოფლიოს ჩემპიონის წოდებას. აქვე დავძენთ, რომ ეს გახლდათ მადრიდელთა მიჯრით მესამე ტრიუმფი ამ შეჯიბრებაში. ჯილდოს, რომელსაც თავიდან საკონტინენტთაშორისო თასს უწოდებდნენ, შემდეგ კი სახელი და ფორმატი შეუცვალეს „რეალი” აქამდე 1960, 1998, 2002, 2014, 2016 და 2017 წლებში ფლობდა. ამ ტიტულის რაოდენობით „რეალთან”...

“რეალი” მსოფლიოს მწვერვალზე!
ჩანაწერი

“რეალი” მსოფლიოს მწვერვალზე!

მადრიდის “რეალი” გახდა ფეხბურთის ისტორიაში პირველი კლუბი, რომელმაც ზედიზედ მეორედ მოიგო კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. ეს აბუ დაბიში მოხდა, სადაც კრიშტიანუ რონალდუს მიერ დარტყმული შედეგიანი საჯარიმო დარტყმის წყალობით “თეთრებმა” ბრაზილიური “გრემიო” დაამარცხეს. ზინედინ ზიდანის ფეხბურთელები მოედანზე თავიდანვე დომინირებდნენ, მაგრამ “გრემიოს” კარგად ორგანიზებული დაცვის გარღვევა უჭირდათ. საბოლოოდ მათ მაინც გაიმარჯვეს — როგორც მოგახსენეთ, მატჩის ერთადერთი გოლი...

ჯერ არ ჩათვალეს, მერე ჩათვალეს, მერე ისევ არ ჩათვალეს…
ჩანაწერი

ჯერ არ ჩათვალეს, მერე ჩათვალეს, მერე ისევ არ ჩათვალეს…

“მარკა” წერს, რომ აბუ დაბიში, კლუბთა მსოფლიო თასის ნახევარფინალში, ადგილობრივ “ალ ჯაზირასთან” შეხვედრის დროს, “რეალმა” ახლოს გაიცნო ის, რაც მომავალი სეზონიდან ლა ლიგაში ელის — ვიდეორეფერი. ერთ-ერთ ეპიზოდში ისკომ ბურთი საჯარიმოში ჩაკიდა. შორეულ ძელთან ყველაზე მაღლა კაზემირო ახტა და თავურით გაიტანა, მაგრამ მსაჯმა, სანდრო რიკიმ ოფსაიდის მიზეზით გოლი არ ჩათვალა. “რეალის” ფეხბურთელებმა ვიდეოსამსჯავრო მოითხოვეს. რიკიმ...