დღეს, საქართველოს დროით 23 საათზე კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენი’’ მადრიდის „ატლეტიკოს’’ დაუპირისპირდება. შეხვედრა პასადენას „როუზ ბოულზე’’ გაიმართება. ლოს ანჯელესში ცხელა. ტემპერატურა დღისით 32 გრადუსამდე მოიმატებს, შეგრძნება კი 37 გრადუსისა იქნება. მატჩი ადგილობრივი დროით შუადღის 12 საათზე დაიწყება. „ჩვენ სიცხის არ გვეშინია,’’ ― განაცხადა მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე პარიზელთა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ. ფრანგული...
ჭდე: კლუბთა მსოფლიო თასი
ფეხბურთის ახალი წესები
ინერგება ახალი კანონები და ახალი ტექნოლოგიები ― მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ადრინდელი შეჯიბრებებისგან განსხვავებულად ჩატარდება. ფიფამ წესებში ცვლილებების შეტანა გადაწყვიტა და ისინი ბელფასტში მდებარე ფეხბურთის ასოციაციათა საბჭოს ჯერ კიდევ თებერვალში შეუთანახმა. დაინერგება „ხუთწამიანი დათვლა’’: მსაჯები ხელს აღმართავენ, რითაც მეკარეებს ანიშნებენ, რომ თუ მან ბურთი თამაშში ხუთი წამის განმავლობაში არ შეიტანა, ის ჩამოერთმევა და მეტოქე კუთხურს ჩააწოდებს....
პარიზელთა პირველი დღე ლოს ანჯელესში
სამშაბათს, თერთმეტსაათნახევრიანი ფრენის შემდეგ, ადგილობრივი დროით საღამოს ცხრის ნახევარზე „პარი სენ ჟერმენი’’ აშშ-ში, კერძოდ ლოს ანჯელესში დაეშვა და მეორე დილით, 9 საათზე უკვე საწვრთნელ მოედანს მიაშურა. პარიზელებს კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი შეხვედრა პასადენას „როუზ ბოულზე’’ კვირას, საქართველოს დროით 23 საათზე მადრიდის „ატლეტიკოსთან’’ აქვთ. გუნდი ირვინის უნივერსიტეტში დაბინავდა, სადაც პირველი ათი დღის განმავლობაში იცხოვრებს. ვარჯიში წესით...
სკანდალი კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ
ზაფხულში, 14 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდება კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატი რომელშიც მექსიკურ „ლეონსაც’’ უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ პარასკევს ფიფამ ის შეჯიბრებიდან მოკვეთა. ოფიციალურ განცხადებაში წერია: „საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების შეფასების შედეგად ფიფას სააპელაციო კომიტეტის თავმჯდომარემ გადაწყვიტა, რომ მექსიკური კლუბები „პაჩუკა’’ და „ლეონი’’ მულტიკლუბური მფლობელობის კრიტერიუმებს არ შეესაბამებიან… …ფიფას 2025 წლის კლუბური მსოფლიოს...
დე ლაურენტისი იუვენტუსს ვერ ერევა
ფიფამ გადაწყვიტა ნათელი მოჰფინოს 2025 წლისთვის დანიშნულ, ახალი ფორმატის კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებულ საკითხებს და თავის ოფიციალურ X პლატფორმაზე (ეს სოციალური ქსელი ადრე „ტვიტერის” სახელით იყო ცნობილი) ჩამოთვალა გუნდები, რომელთა შეჯიბრებაში მონაწილეობა ჯერ გადაწყვეტილი არ არის. კარგა ხანია დადგენილია, რომ იტალია წარდგენილი იქნება ორი კლუბით. ამ ორიდან ერთი იქნება „ინტერი”, მეორე კი „იუვენტუსს”, „ნაპოლისა” და...
ნაპოლიმ იუვეს ადვოკატები შეუსია
„ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა „საფეხბურთო ბიზნესის სამიტზე” „იუვენტუსის” წინააღმდეგ გაილაშქრა. მან თქვა, რომ ტურინელები ფიფას მომავალ, გაფართოებულ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე დასაშვები არ არიან. მეორე დღეს, რადიო Kiss Kiss Napoli-მა გაავრცელა ცნობა, რომ დე ლაურენტისის ვექილებმა საბუთების შეგროვება დაიწყეს. მათი მიზანია ფიფას „იუვე” შეჯიბრების შესაძლო მონაწილეთა სიიდან წააშლევინონ. ზემოთ ნახსენები სამიტი ინგლისურმა გაზეთმა Financial Times-მა...
გვარდიოლამ თავი დაასრულა
პეპ გვარდიოლა ამბობს, რომ „ფლუმინენსეს” 4:0 დამარცხებით და კლუბთა მსოფლიო თასის მოგებით „მანჩესტერ სიტიმ” ეპოქა დაასრულა. მატჩის შემდეგომ პრეს-კონფერენციაზე მან საგანგებო მადლობა გადაუხადა იმ ფეხბურთელებსა და კლუბის თანამშრომლებს, რომელთაც შვიდნახევარი წლის განმავლობაში „ქალაქელების” მწვერვალზე აყვანაში დიდი როლი ითამაშეს. დღეს „მანჩესტერ სიტის” მოგებული აქვს ყველა ჯილდო, რომლის მოგებაც გვარდიოლას ხელმძღვანელობით შეეძლო. მათგან ხუთი ტიტული გუნდმა 2023...
ითამაშებს თუ არა ნაპოლი კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე
ფიფამ დაადგინა კრიტერიუმები, რომელთა მიხედვით განისაზღვრება თუ ვინ ითამაშებს კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც 2025 წლის 15 ივნისიდან 13 ივლისამდე აშშ-ში გაიმართება. შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს ყველა კონფედერაციის 32 გუნდი. ერთ ქვეყანას მაქსიმუმ ორი მონაწილის გამოყვანის უფლება ექნება. ევროპულ კლუბებთან დაკავშირებით ფიფამ გადაწყვიტა, რომ გაითვალისწინებს უეფას რეიტინგს. ცხადია, მნიშვნელობა ექნება საკუთრივ ფიფას კოეფიციენტსაც. უკვე გადაწყვეტილია, რომ იტალიური...
ვალენსიამ და რეალმა როდისღა ითამაშონ?
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიასთვის” იანვარი რთული თვე რომ იქნება, ეს ფაქტია. „ღამურები” სამ შეჯიბრებაში მიიღებენ მონაწილეობას. 31 დეკემბრის შეხვედრაზე სტუმრად „ვილიარეალთან” აქ არაფერს ვიტყვით, რადგან ფორმალურად ის 2022 წლის კალენდარშია. ნაახალწლევს გუნდს ჯერ „ლა ნუსიათან” უწევს სამეფო თასზე თამაში, შემდეგ, 6 იანვარს „მესტალიაზე” „კადისი” ჩადის სტუმრად, 22-ში ისევ „მესტალიაზე” „ალმერიასთან” არის შეხვედრა, 29-ში კი სტუმრად „ვალიადოლიდთან”,...
ჩელსი: სან პაულუსთან წააგო, სან პაულუსთან მოიგო
„ჩელსი“ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა! დასავლეთ ლონდონელებს ახლა უკვე დიდი ტიტულების შთამბეჭდავი კოლექცია აქვთ: არიან პრემიერლიგის ჩემპიონები, ფეხბურთის ასოციაციისა და კარაბაოს თასის მფლობელები, ჩემპიონთა ლიგისა და უეფას სუპერთასის გამარჯვებულები და ამ ჯილდოებს მათ კლუბთა მსოფლიოს თასიც მიამატეს. „ლურჯებმა“ ფინალურ შეხვედრაში 2:1 მოუგეს ბრაზილიის „პალმეირასს“. გადამწყვეტი გოლი დამატებით დროში კაი ჰავერცმა პენალტით გაიტანა. „ჩელსის“ კაპიტნისთვის სესარ...









