„ვალენსიას” ლეგენდარულმა მეკარემ სანტიაგო კანისარესმა Cadena COPE-ს გადაცემა „თამაშის დროში” კლუბში ჩატარებულ ცვლილებებზე ილაპარაკა — მოგეხსენებათ, „ღამურებს” ორი დღეა ახალი მწვრთნელი ჰყავთ — კანისარესის ყოფილი თანაგუნდელი რუბენ ბარახა. ბარახამ თანაშემწედ კიდევ ერთი ყოფილი ვარსკვლავი კარლოს მარჩენა აიყვანა. ორიოდ წლის განმავლობაში კანისარესი მარჩენას თანაგუნდელიც იყო. ახლა, ცუდ დღეში ჩავარდნილ გუნდს ბარახა და მარჩენა ურთულესი ამოცანით მოევლინნენ...
