ერთა ლიგის A დივიზიონის მე-3 ჯგუფში, ინგლისმა გერმანიასთან სტუმრად ფრედ, 1:1 ითამაშა. ანგარიში მასპინძლებმა 50-ე წუთზე გახსნეს. გოლი მიონხენგლადბახის „ბორუსიას” ნახევარმცველმა იონას ჰოფმანმა გაიტანა, მაგრამ 88-ე წუთზე „ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავდამსხმელმა ჰარი კეინმა პენალტით გაქვითა. უმეტესი დროის განმავლობაში უპირატესობას გერმანელები ფლობდნენ, თუმცა თამაშის მიწურულს „ფრაიბურგის” მცველმა ნიკო შლოტერბეკმა კეინი წააქცია. ესპანელმა მსაჯმა კარლოს დელ სერომ გუნდებს...
