ამერიკის ღია პირველობის ფინალი ისეთი არ იქნება, როგორი მოლოდინიც გულშემატკივრებსა და სპეციალისტებს ჰქონდათ. ბოლო დროის დიდი ჯახი ნოვაკ ჯოკოვიჩსა და კარლოს ალკარასს შორის, არ შედგება. ეს ალკარასის გამო… უფრო დანილ მედვედევის, რომელმაც ნახევარფინალში ესპანელი ჩოგბურთელი ოთხ სეტში – 7:6, 6:1, 3:6, 6:3 დაამარცხა. პირველ სეტში მეტოქის ჩაწოდების მოგებას ვერც ერთი ჩოგბურთელი ახერხებდა, ტაიბრეიქზე კი, მედვედევმა...
ჭდე: კარლოს ალკარასი
ალკარასი და ჯოკოვიჩი ფინალის გამეორებას აპირებენ
ამერიკის ღია პირველობა დასასრულისკენ მიდის და, შესაძლოა, ისე მოხდეს, რომ კაცთა შორის წინა „დიდი მუზარადის“ ფინალი განმეორდეს. ყოველ შემთხვევაში კარლოს ალკარასი და ნოვაკ ჯოკოვიჩი ამასთან ახლოს არიან. მეოთხედფინალში ჯოკოვიჩმა ისევ მარტივად იმარჯვა – სერბმა ჩოგბურთელმა ამერიკელი ტეილორ ფრიტცი 6:1; 6:4; 6:4 დაამარცხა და ნახევარფინალში კიდევ ერთ მასპინძელს, ბენ შელტონს გაეჯიბრება, რომელმაც თავის მხრივ თანამემამულე ფრენსის...
ამერიკული სენსაციები
ამერიკის ღია პირველობის მერვედფინალების მეორე დღე უფრო სენსაციური გამოდგა. დავიწყოთ ქალებით, სადაც პირველ ნომრად განთესილ და ტურნირს მიღმა დარჩენილ იგა შვიონტეკს, სხვა ფავორიტებიც გაჰყვნენ. მესამე ნომრად განთესილი ამერიკელი ჯესიკა პეგულა თანამემამულე მედისონ კისთან დამარცხდა – 1:6; 3:6, ხოლო მეხუთე ჩოგანი, ტუნისელი ონს ჟაბერი ჩინელ კინვენ ჟენგთან – 2:6; 4:6. საკუთარი მატჩები მოიგეს ჩეხმა მარკეტა ვონდროუშოვამ,...
ახალი მეფე
„უიმბლდონს“ ახალი მეფე ჰყავს – კარლოს ალკარასი. 20 წლის ესპანელმა ჩოგბურთელმა სატიტულო მატჩში სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს 5 სეტში – 1:6; 7:6; 6:1; 3:6; 6:4 სძლია და ბალახის საფარზე პირველად მოიგო „დიდი მუზარადის“ ტურნირი. ალკარასი „დიდი მუზარადის“ ტურნირების ფინალში სულ ორჯერ არის ნამყოფი და ორივეჯერ მოიგო. ესპანელმა შარშან აშშ-ის ღია პირველობაზე იმარჯვა. ლონდონში, პირველ სეტი ჯოკოვიჩის...
მაგარი ფინალების მოლოდინში
„უიმბლდონის“ წლევანდელი ტურნირი სუპერფინალით დასრულდება. 16 ივლისს, ერთმანეთის პირისპირ მსოფლიოს პირველი და მეორე ჩოგნები, ესპანელი კარლოს ალკარასი და სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დადგებიან. ფინალში ორივე მარტივად გავიდა: 36 წლის სერბი ჩოგბურთელი უიმბლდონის ფინალში სულაც ზედიზედ მეხუთედ იქნება. ნოლემ ნახევარფინალში იტალიელ იანიკ სინერს სამ სეტში მოუგო – 6:3; 6:4; 7:6. ასევე სამ სეტში იმარჯვა ალკარასმაც, ვისაც მეტოქედ...
ჯოკოვიჩი რეკორდს უმიზნებს
ნოვაკ ჯოკოვიჩმა „როლან გაროსის“ ნახევარფინალში კარლოს ალკარასი ოთხ სეტში, 6:3, 5:7, 6:1, 6:1 დაამარცხა და 34-ედ გავიდა დიდი მუზარადის ფინალში. ეს რეკორდია! მატჩი ორ ნაწილად უნდა დავყოთ – ალკარასის ტრავმამდე და ტრავმის შემდეგ: ორი სეტი თანაბარი იყო. პირველი სერბმა ჩოგბურთელმა ერთი ბრეიკის ხარჯზე მოიგო. ჯოკოვიჩმა ბრეიკი მეორე სეტშიც გაახერხა, მაგრამ თავად ორი გასცა და სეტებში...
ალკარას პირველის პირველი
19 წლის ესპანელი კარლოს ალკარასი მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერია.ის ისტორიაში, კლასიფიკაციის სათავეში მოქცეული ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელია. US OPEN-ის ერთეულთა თანრიგის ფინალში ალკარასმა 6:4 2:6 7:6 6:3 სძლია კასპერ რუუდს და „დიდი მუზარადის“ პირველი ტურნირი მოიგო. მატჩი 3 საათსა და 20 წუთს გაგრძელდა. ალკარასმა პირველ სეტის მეცხრე გეიმში მეტოქეს ჩაწოდება აართვა და მერე იოლად მოიგო. მეორე...
ფინალის მეოთხედფინალი
სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა „როლან გაროსსზე“ მონაწილეობა რაფა ნადალთან თამაშის შემდეგ დაამთავრა. ესპანელს კი აქვს შანსი ჯოკოვიჩს „დიდი მუზარადის“ ტურნირებზე ორი ტიტულით გაასწროს. თუმცა, ჯერ იქამდე დროა… დავუბრუნდეთ მეოთხედფინალს, სადაც ნადალმა მეტოქეს ოთხ საათსა და 16 წუთში 6:2; 4:6; 6:2; 7:6 მოუგო. ანგარიშიდანაც ხედავთ, რომ ნადალმა პირველი და მესამე სეტი მარტივად მოიგო (6:2). სოლიდურად იგებდა მეორე...
უსენსაციოდ
ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირი „როლან გაროსი“, დასკვნით ფაზაში შედის. უკვე გამოვლინდა ოთხი მეოთხედფინალისტი. აქამდე ყველაფერი ლოგიკურად მიდიოდა და ძალიან მაგარი მეორე ნაწილი გველის. კვირას სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მარტივად, 6:1; 6:3; 6:3 დაამარცხა არგენტინელი დიეგო შვარცმანი და მეოთხედფინალში რაფა ნადალს შეხვდება. თავის მხრივ ესპანელმა მძიმე ბრძოლა გადაიტანა კანადელ ოჟე-ალიასიმთან და ხუთ სეტში მოიგო – 3:6;...
ალკარასს ვეღარ აჩერებენ
მსოფლიოს ახალი საჩოგბურთო ვარსკვლავი ჰყავს – კარლოს ალკასარი. 19 წლის ესპანელი უკვე ტურნირს ტურნირზე იგებს. ბარსელონას შემდეგ პირინეელმა მადრიდშიც იმარჯვა. თანაც ისე, რომ ტურნირზე ერთდროულად რაფა ნადალსა და ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუგო. ეს ფინალამდე, სატიტულო ბრძოლაში კი, გერმანელ ალექსანდრ ზვერევი 1 საათში დამარცხა – 6:3; 6:1. ანგარიშიდანაც ცხადია, რომ ფინალში ბრძოლა არ შედგა და ალკარასმა იოლად...









