ჭდე: კარენ ხაჩანოვი

Home კარენ ხაჩანოვი
რუსი ბეჭებზეა…
ჩანაწერი

რუსი ბეჭებზეა…

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინიან უელსის მასტერსის მეოთხედფინალშია. წუხელ მან რუსი კარენ ხაჩანოვი ორ სეტში 6:4 7:6 დაამარცხა. ჩვენიანს იდეალური სტარტი გამოუვიდა – პირველივე გეიმში დააბრეიკა მეტოქე და მალევე 2:0 დაწინაურდა. ხაჩანოვი დროულად გამოფხიზლდა, სწრაფად შეასრულა უკუბრეიკი და წონასწორობაც უპრობლემოდ აღადგინა 2:2. სეტის მეორე ნახევარში ბასილაშვილმა უპირატესობა დაიბრუნა – მე-6 და მე-7 გეიმები მშრალი ანგარიშით მოიგო. შემდეგ უპრობლემოდ...

ბასილაშვილი ხაჩანოვზე გავიდა
ჩანაწერი

ბასილაშვილი ხაჩანოვზე გავიდა

ინდიან უელსის მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს გამარჯვება ხელიდან გამოსტაცა და მერვედფინალში გავიდა. ქართველმა სამ სეტში 4:6; 7:6; 6:2 მოიგო. პირველ სეტში ბასილაშვილი 2:5 ჩამორჩა, მაგრამ გაიბრძოლა და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, თუმცა მეტი ვერაფერი მოახერხა და სეტი დათმო. მეორეში რამდენჯერმე შეიცვალა ვიტარება. ჯერ ნიკა აწვდიდა სეტზე, მაგრამ მეტოქეს ზედიზედ ორი ბრეიკის გაკეთების უფლება...

ვინ არის ბებერი?!
ჩანაწერი

ვინ არის ბებერი?!

20 სექტემბერი ესპანელი ჩოგბურთელის, ფელიციანო ლოპესის დაბადების დღეა. მას 40 წელი შეუსრულდა და შეიქნა მესამე ჩოგბურთელი მოქმედთაგან, ვინც რეიტინგის პირველ ორასეულშია. სადღეისოდ ლოპესს 110-ე საფეხური უკავია. „ბებერთაგან“ საუკეთესო, რა თქმა უნდა, როჯერ ფედერერია. 40 წლის შვეიცარიელი ამჟამად რეიტინგში მეშვიდეა. ხორვატი ივო კარლოვიჩი სულაც 42 წლისაა, რეიტინგის 200-ეულში ბოლოა და ჯერ ჩოგნის დაშალითებას არ აპირებს. რაც...

25 თებერვალი. რუსეთი. მე-11…
ჩანაწერი

25 თებერვალი. რუსეთი. მე-11…

უკეთეს დასაწყისს თავადაც ვერ ინატრებდა: ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის ATP-500 კატეგორიის ტურნირის პირველ წრეში კარენ ხაჩანოვი ისე დაამარცხა, ენერგიის დიდი ნაწილი სამომავლოდაც გადაინახა. პირველ სეტში თანაბარი თამაში იყო, მაგრამ ყველაზე საჭირო მომენტში ნიკა ბოძებულ შანსს ჩაეჭიდა და 6:4 მოიგო. მეორე სეტში სომეხი ჩოგბურთელის ყურება საცოდაობა იყო – ორი ბრეიკი და ნიკამ 6:1 იმარჯვა. ხაჩანოვი 22 წლის...