უკრაინის ნაკრები კვლავაც თავკაცის გარეშეა. 9 აგვისტოს გამართულმა ფედერაციის აღმასკომის სხდომამ შედეგი ვერ გამოიღო – ყველასთვის მისაღებ კანდიდატ სერგეი რებროვს არაბული „ალ-აინი“ არ უშვებს. უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია მზად არის დაეხმაროს რებროვს კლუბისთვის კომპენსაციის გადახდაში, თუ თანხა მილიონ დოლარზე მეტი არ იქნება, თუმც ჯერ ამ მხრივ პასუხი არ სჩანს. სამაგიეროდ, გააქტიურდნენ სხვა სპეციალისტები. უკრაინულ მხარეს დაუკავშირდნენ...
ჭდე: იურგენ კლინსმანი
კლინსმანი ტოტენჰემამდე თვეებს ითვლის
„ტოტენჰემს“ ჟოზე მოუნიოს წასვლის შემდეგ დროებითი მწვრთნელი ჰყავს და ახალ თავკაცს ეძებენ. „დეზებმა“ თვალი იურგენ კლინსმანს დაადგეს, რომელიც ლონდონურ კლუბში 1994-95 წლებში თამაშობდა. მომავალ სამსახურთან დაკავშირებით კლინსმანი კომენტარს აკეთებს: „ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ გერმანიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე გავწვრთნიდი. ასევე არასდროს მიფიქრია, რომ ამერიკის ნაკრებში ექვსი წელი ვიმუშავებდი, ანაც მიუნხენის „ბაიერნს“ ჩავუდგებოდი სათავეში. ასე...
რუმენიგეს ყველაზე დიდი შეცდომა
„ბაიერნში”, ახალი მმართველობის დაწყებამდე წელიწადიღა დარჩა. 2022 წლის დასაწყისში „რეკორდმაისტერის” უსტაბაშის თანამდებობიდან გადადგება 65 წლის კარლ-ჰაინც რუმენიგე და 1 თებერვლიდან, კლუბის მართვას 51 წლის ოლივერ კანი შეუდგება. წარსულის დიდი ვარსკვლავი, რუმენიგე, „ბაიერნში” ფუნქციონერად 1991 წლიდან მუშაობს. 2002 წლამდე ის ვიცე-პრეზიდენტი იყო, 2002-ის შემდეგ კი თავმჯდომარეა. მიუნხენში გამომავალ გაზეთ tz-თვის მიცემულ ინტერვიუში მან უდიდესი გერმანული კლუბის...


