ჭდე: იტალიის სუპერთასი

Home იტალიის სუპერთასი
იტალიის სუპერთასი გადაიდო
ჩანაწერი

იტალიის სუპერთასი გადაიდო

იტალიის სუპერთასი 4-8 იანვარს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ორნახევარი კვირით გადაიდო. ახალი თარიღებია 21-25 იანვარი. ნახევარფინალები შედგება 21 და 22 იანვარს, ხოლო ფინალი 25-ში. შეჯიბრება ჩატარდება საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში. იტალიის სუპერთასზე ითამაშებენ „ნაპოლი”, „ინტერი”, „ლაციო” და „ფიორენტინა”. ნახევარფინალური წყვილებია: „ნაპოლი”-„ფიორენტინა” და „ინტერი”-„ლაციო”.

ინტერმა გაიმარჯვა. მილანს შიოდა
ჩანაწერი

ინტერმა გაიმარჯვა. მილანს შიოდა

„ინტერმა” იტალიის სუპერთასი შთამბეჭდავად მოიპოვა — თანაქალაქელ მოქიშპეს, საუკუნოვან გამღიზიანებელ „მილანს” 3:0 მოუგო. შეხვედრა, ისევე როგორც ესპანეთის სუპერთასი, საუდის არაბეთში გაიმართა. „ნერაძურიმ” ჯილდო მეშვიდედ მოიპოვა და… „მილანს” გაუტოლდა. ეს გახლდათ 234-ე „დერბი დე ლა მადონინა”, რომელიც პირველად გაიმართა საუდეთში. ანგარიში მე-10 წუთზე მცველმა ფედერიკო დიმარკომ გაიტანა. 21-ე წუთზე 36 წლის ბოსნიელმა თავდამსხმელმა ედინ ჯეკომ მეორე...