გახსოვთ იოჰან ბოსკამპი? მყვირალა ჰოლანდიელი, რომელიც დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთში ერთ-ერთი პირველი უცხოელი მწვრთნელი იყო და „დინამოს“ გარდა მცირე ხნით ეროვნულ ნაკრებსაც თავკაცობდა. ბოსკამპის აქ მუშაობას წარმატებულს ნამდვილად ვერ დავარქმევთ, მაგრამ ერთი გამონათქვამით კი დაგვამახსოვრა თავი, რომელსაც წლების მერეც ვერ ვივიწყებთ. ქართველებს მენტალიტეტში გიჭირთ და თქვენი მთავარი პრობლემაც ეს არისო. მისი კომენტარი „ფეიენოორდის“ ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა....
