„ინტერი” ზედიზედ მეორე სკუდეტოსთვის იბრძვის, მაგრამ ბოლონიაში 1:2 წააგო და ჩემპიონატის დამთავრებამდე ოთხი ტურით ადრე „მილანს” ორი ქულით ჩამორჩა. თან, წაგებაც არის და წაგებაც: „ნეროაძურის” მეორე მეკარე, რუმინელი იონუტ რადუ შესაბრალისად შეცდა. მის დოყლაპიობას ქვემოთ, ვიდეოზე ნახავთ. ის, რომ „ინტერი” სერია A-ს ჩემპიონობისთვის ბრძოლას თანაქალაქელ და მოძულე „მილანთან” აგებს, რადუს შეცდომას ორმაგად უმწარებს გემოს, ხოლო [...]
