თურქულმა „ფენერბაჰჩემ“ დახმარებისთვის ქომაგებს მიმართა. კლუბის პრეზიდენტ ალი კოჩის ძალიან უნდა მესუთ ოზილის გადაბირება, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო ეს საკმაოდ რთული ამბავია. პრეზიდენტმა მოკლე ტექსტური შეტყობინებების გზით შემოწირულობის მოგროვება გადაწყვიტა და ფანებს ასე მიმართა: „იმ დღეს, როცა მესუთი კონტრაქტს გააფორმებს, მინდა, რომ 300-500 ათასი სმს მივიღოთ, მერე კი ალბათ მაისურებსაც შეიძენთ მისი სახელით.“ სმს-ების გზით...
