თურქულმა „ფენერბაჰჩემ“ დახმარებისთვის ქომაგებს მიმართა. კლუბის პრეზიდენტ ალი კოჩის ძალიან უნდა მესუთ ოზილის გადაბირება, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო ეს საკმაოდ რთული ამბავია.პრეზიდენტმა მოკლე ტექსტური შეტყობინებების გზით შემოწირულობის მოგროვება გადაწყვიტა და ფანებს ასე მიმართა:
„იმ დღეს, როცა მესუთი კონტრაქტს გააფორმებს, მინდა, რომ 300-500 ათასი სმს მივიღოთ, მერე კი ალბათ მაისურებსაც შეიძენთ მისი სახელით.“
სმს-ების გზით კლუბი 2 მილიონის მიღებას, მერე კი მილიონამდე მაისურის გაყიდვას იმედოვნებს. შეგახსენებთ, რომ სადღეისოდ „ფენერბაჰჩეს“ დავალიანება 520 მილიონი ევროა.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
