ლიონელ მესის პარიზულ დებიუტს მთელი საფეხბურთო სამყარო სულმოუთქმელად ელის. სავარაუდოდ, ეს ამბავი ფრანგული ლიგა 1-ის მეოთხე ტურში მოხდება, 29 აგვისტოს, პსჟ-ის „სტრასბურთან“ სტუმრობისას. მანამდე კი ფეხბურთის კაცები დროს ტყუილად არ კარგავენ. ამას წინათ დევიდ ბექემი შეხვედრია არგენტინელს მაიამიში, სადაც ლეომ 7 მილიონ დოლარად დიდებული პენტჰაუსი შეიძინა. დამსხდარან, უსაუბრიათ და თითქმის გადაუწყვეტავთ, რომ „პარი სენ-ჟერმენში“ ორწლიანი...
ჭდე: ინტერ მაიამი
Home
ინტერ მაიამი
ჩანაწერი
12/07/2020 | 13:0119/05/2026 | 05:42აქეთურ-იქითური
შტატების დრო
„ბარსელონას“ ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი ამერიკულ MLS-ში შესაძლო გადასვლაზე ალაპარაკდა. „შესამჩნევია, რომ შტატებში ფეხბურთი ყოველწლიურად უფრო მიმზიდველი ხდება. ეს კარგია და სასიამოვნო. განსაკუთრებული შეგრძნებაა ადევნო თვალი იმას, როგორ იზრდება და ვითარდება ფეხბურთი. სიამოვნებით ვუყურებ MLS-ის ჩემპიონატს. „ინტერ მაიამიში“ გადასვლა? ვნახოთ, შესაძლოა, დევიდ ბექემმა დამირეკოს“, – ამბობს რაკიტიჩი. მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დროს რაკიტიჩი რამდენიმე...

