ილია დათუნაშვილს სხვა რომ არაფერი გაეკეთებინა, ორი ეპოქალური მოვლენის შემოქმედია – თბილისის „დინამოს“ პირველი საჩემპიონო მატჩის მთავარი გმირი გახდა ორი გოლით და ერევნის „არარატს“ ერთ ტაიმში 5 გოლი გაუტანა (27 წუთში). ამის შესახებ ბევრჯერ დაწერილა. მე ერთი, ბევრისთვის უცნობი , თითქოს არაფრით გამორჩეული მატჩი მინდა გავიხსენო. ეს შეხვედრა „დინამოს“ გაჩემპიონების შემდეგ მალევე გაიმართა (ზუსტი დრო...
ჭდე: ილია დათუნაშვილი
ლეგენდა გარდაიცვალა
ილია დათუნაშვილი გარდაიცვალა. 84 წლის ასაკში… ბოლო წლებში შეუძლოდ გახლდათ. 1964 წლის 18 ნოემბერი. ტაშკენტი, საბჭოეთის ჩემპიონატის ოქროს მატჩი, 72-ე წუთი. თბილისის „დინამო“ მოსკოვის „ტორპედოსთან“ მინიმალური სხვაობით აგებს და რა რჩება? 18 წუთი. „დინამომ“ მანამდე იმდენჯერ წააგო ან წააგებინეს გადამწყვეტი თამაში, რომ ზოგიერთი გულშემატკივარი გუნებაში ურიგდებოდა კიდეც მორიგ მარცხს. კუთხური… და დღეს რომ ასე გვიკვირს...
თქვენ კი რა ქენით? ადექით და სომხეთთან…
სომხეთთან როგორ წააგეთ, ბიჭო?.. მეგობრებთან ერთად ვუყურე საქართველო – ჩრდ. მაკედონიას. რეგულაციებს დავემორჩილეთ და რაკიღა საგანგებო მდგომარეობას ემთხვეოდა მატჩი, იქვე დარჩენა გადავწყვიტეთ. ასეთი მნიშვნელობის თამაშისას უერთმანეთოდ ვერ ვიქნებოდით, გვსურდა დიდი ემოცია თანაბრად გაგვენაწილებინა და ტრიუმფი გაგვეზიარებინა… თვალებს ვერ ვუსწორებდით ნამატჩევს ერთმანეთს, თუმც ერთად ყოფნით ერთმანეთს ეს ტკივილი თუ ვერ გადავატანინეთ, შევუმსუბუქეთ მაინც და ასე იყო...


